Wednesday, May 25, 2011

დივიზიონიზმი

დივიზიონიზმი (ფრანგ. division - დაყოფა, დანაწევრება), ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული სისტემა, რომელიც დაამუშავეს ფრანგმა ფერმწერებმა ჟ. სერამ და პ. სინიაკმა. ეფუძნება ცალკეული მონასმების საშუალებით რთული ფერადი ტონის დანაწევრებას სუფთა ფერებად, რაც ითვალისწინებს აღქმის მომენტში ოპტიკურ გამთლიანებას. ამ სისტემას იყენებენ ა. ე. ლროსი და ნაწილობრივ კ. პისარო (საფრანგეთი), ჯ. სეგანტინი (იტალია), ტ. ვან რეისელბერგე (ბელგია), ი. გრაბარი (რუსეთი, ზოგიერთ ნამუშევარში), ქართველ მხატვართაგან რ. თურქია, ე. კალანდაძე, ზ. ნიჟარაძე, ე. ბერძენიშვილი (ადრინდელ ნამუშევრებში).


No comments:

Post a Comment