Wednesday, May 25, 2011

იდილია


ბუკოლიკური პოეზიის ჟანრული ფორმა, ლექსი (იშვიათად პროზაული ნაწარმოებიც), რომელშიც მწყემსის, სოფლის მყუდრო, მშვიდ და მარტივი ცხოვრების სურათებია ნაჩვენები გრძნობიერ, მიმზიდველ ფორმებსა და ფერებში. იდილიისთვის დამახასიათებელია სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, რითაც იდილია უახლოვდება ბუკოლიკას.
იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII- XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.
ქართულ ლიტერატურაში იდილიური სურათია ა. წერეთლის სიმღერა მკის დროს, ი. ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღში მწყემსის ცხოვრების აღწერა, დ. გურამიშვილის ქაცვია მწყემსი და სხვ.

მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრელები სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული იდილია მხატვრობაში განვითარდა XVIII საუკუნეში როკოკოს შემდეგ.


No comments:

Post a Comment