Wednesday, May 25, 2011

ვასილი კანდინსკი


ვასილი კანდინსკი რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.

დაიბადა მოსკოვში, თუმცა მთელი ბავშვობა ოდესაში გაატარა. მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, 30 წლის ასაკში ხატვის გაკვეთილებს იღებს.
1896 წელს მიუნხენში დასახლდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოსკოვში 1914 წელს დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ. ხელოვნების საყოველთაოდ მიღებულ თეორიებთან კონფლიქტის გამო 1921 წელს ისევ გერმანიში დაბრუნდა. აქ ის 1922 წლიდან ბაუჰაუზში ასწავლიდა, სანამ ნაცისტებმა ეს სკოლა 1933 წელს დახურეს. შემდეგ ის საფრანგეთში გადადის, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ატარებს. გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში 1944 წელს.



No comments:

Post a Comment