ფრესკა (იტალ. fresco — ახალი, ცინცხალი) — მხატვრობა ნედლ ბათქაშზე, კედლის მოხატვის ერთ-ერთი ტექნიკა, ა სეკოს საპირისპირო ტექნიკა (რომელიც მშრალ ზედაპრიზე სრულდება). გაშრობისას ბათქაშში არსებული კალკი წარმოქმნის კალციუმის თხელ გამჭვირვალე ფენას, რომელიც ფრესკას გამძლეობას ანიჭებს.
ამჟამდ ფრესკას უწოდებენ ნებისმიერი სახის კედლის მოხატულობას, განურჩევლად ტექნიკისა (ა სეკო, ტემპერა, ზეთით ან აკრილით ხატვა და მისთ.). ფრესკის ტექნიკის გამოსარჩევად ხშირად იყენებენ ტერმინს "წმინდა ფრესკა".
ფრესკის ტექნიკის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ეგეოსის კულტურის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეული) ამ ტექნიკას ფართო გამოყენება ჰქონდა. საჭირო მასალის ხელმისაწვდომობამ და ფერწერის ტექნიკის შედარებითმა სიმარტივემ, ასევე გამოსახულების შენახვის ხანგრძლივობამ განაპირობა ანტიკურ სამყაროში ფრესკული ფერწერის პოპულარობა. სავარაუდოდ იგივე მიზეზთა გამო, ქრისტიანულ ხელოვნებაში ფრესკა ტაძრების ქვის კედლების მოხატვის რჩეული საშუალება გახდა.
No comments:
Post a Comment