Monday, June 6, 2011

დიეგო ველასკესი


დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.
     დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
     დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას. 
     1618 წლის 23 აპრილს, ველასკესი დაქორწინდა ფრანჩესკო პაჩეკოს ქალიშვილ ხუანაზე

















     ახალგაზრდა მხატვარმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში. 1617 წლის 14 მარტს დიეგო ველასკესს ქალაქ სევილიის ხელისუფლებმა მისცეს დოკუმენტი, რომელიც მას უფლებას აძლევდა „მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები“. ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდის სურათებია:„საუზმე“(1618წ.), „მოგვების თაყვანისცემა“(1619 წ.), „მოხუცი მზარეული“(1620 წ.), „ქრისტე მარია და მართას სახლში“(1620 წ.)
     1622 წელს მაესტრო გაემგზავრა მადრიდში. მისი სანუკვარი სურვილი იყო დაეხატა მეფის პორტრეტი და დაეთვალიერებინა ესკორიალი - მეფების ქალაქგარეთ განლაგებული უზარმაზარი სასახლე. მიუხედავად თანამემამულეთა მცდელობისა ველასკესი ვერ მოხვდა მეფის კარზე. მას მოუწია სევილიაში დაბრუნება. მადრიდიდან წამოსვლდან წელიწადნახევრის განმავლობაში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა ქალაქის საუკეთესო მისაღები დარბაზები დაამშვენა
.

1623 წელს ველასკესმამიიღო ბარათი დონ ხუან ფონსეკასაგან, რომელიც მეფის კაპელანი იყო. ის წერდა, რომ მას მეფის კარზე ელიან. მადრიდში ჩასვლისთანავე ველასკესმა დახატა დონ ფონსეკას პორტრეტი. მაესტროს ეს ნამუშევარი სასახლის კარზე წარადგინეს. ამჯერად აღიარება სწრაფად ეწვია ახალგაზრდა მაესტროს. ყველა ხოტბას ასხამდა ველასკესს. თვით მეფე ფილიპ IV- მაც იხილა ველასკესის ეს ტილო, რომელიც ხელოვნების კარგ მცოდნედ და დამფასებლად ითვლებოდა. მეფემ სურვილი გამოთქვა, მხტვარს მისი პორტრეტიც დაეხატა. 
      სურათმა („ფილიპ IV პორტრეტი“) მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ველასკესმა მეფის კარის მხატვრის წოდება მიიღო. 1628 წელს, მადრიდში განთქმული მხატვარი პიტერ პაულ რუბენსი ჩამოვიდა. ფილიპე IV -მ რუბენსს თავისი კარის მხატვარი წარუდგინა. დიდმა ფლამინდიელმა ბევრი რამ ასწავლა მადრიდელ მხატვარს, იგი მოიხიბლა არა მარტო ველასკესის ბრწყინვალე ხელოვნებით, არამედ მოკრძალებით და თავმდაბლობითაც. ვარაუდობენ რომ მითოლოგიური სურათი„ბახუსი“(1629 წ.) უშუალოდ რუბენსის გავლენის შედეგი
ა. 
  
 
      1650 - იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს. ფსიქოლოგიური ხასიათით გამოირჩევა ასაკოვანი ფილიპ IV -ის პორტრეტი. ველასკესის შედევრებს შორის გამოირჩევა „მენინები“(1656 წ.), „მრთველები“(1657 წ.)
ედუარდ მენემ ველასკესს „მხატვართა მხატვარი“ უწოდა. ოსტატთა შორის დროთა მანძილზე რემბრანტსა და რუბენსსაც კი არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი მასა.
      1651 წელს ველასკესი ბრუნდება მადრიდში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მაესტრო პეიზაჟების სერიაზე მუშაობას განაგრძობს. წერს „ხეივანს სამეფო ბაღში“, „შადრევნებს სამეფო ბაღში“. ველასკესმა შექმნა „ინფანტა მარგარიტა“-ს ექვსი პორტრეტი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება და იცვლება მარგარიტას სახე. 1959 წელს ველასკესი დაინიშნა სასახლის სახლთუხუცესად. მეფემ ველასკესი გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი. . 
      1660 წელის 6 აგვისტოს სამოც წელს გადაცილებული, განუზომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი“.
მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები ასეული წლების შემდეგაც ხედავდნენ ველასკესის ფერწერაში დიდ აზრებსა და უზარმაზარ გრძნობებს.


 

No comments:

Post a Comment