ვიქტორ ვასილის ძე პანჩენკო დაიბადა 1949 წელს ქ. სამარყანდში (უზბეკეთი). 1970 წელს დაამთავრა ტაშკენტის პ. ბენკოვის სახ. სამხატვრო სკოლა (ფერწერის განხრით), 1975 წელს – ტაშკენტის კონსერვატორია (სადირიჟორო ფაკულტეტი). 30 წელია რაც მხატვრობას მისდევს. თავის სურათებში ცდილობს მოახდინოს ორი საწყისის – მარადიულისა და წამიერის შერწყმა. სურათების სიუჟეტი წარმოადგენს გამოგონილისა და განცდილის ასოციაციათა ნაერთს.
მხატვრის უმთავრესი გამოფენებია:
გამოფენა “უზბეკეთის ფერწერა” – 1991 წ. დელი, კალკუტა;
პერსონალური გამოფენა ხელოვანთა ცენტრალურ სახლში – 1993 წ. მოსკოვი;
კამერული აკვარელის ბიენალე – 1996 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 1997 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 1999 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 2000 წ. მერია, პრაღა, ჩეხეთი;
პერსონალური გამოფენა – 2006 წ. გალერეა მწვანე პირამიდა, სევასტოპოლი, უკრაინა;
2003 წლიდან იუნესკოს საერთაშორისო სამხატვრო ფონდის წევრია. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. სიმფეროპოლში, უკრაინა
No comments:
Post a Comment