მე-19 საუკუნის უკანასკნელი რომანტიკოსი, გუსტავ მორო, თავის ხელოვნებას “ვნებიან დუმილს“ უწოდებდა. მის ნახატებში მკვეთრი ფერადოვანი გამა ჰარმონიულად ერწყმის მითოლოგიური თუ ბიბლიური სახეების ექსპრესიას. რეალიზმის აყვავებისა და იმპრესიონიზმის ჩასახვის ეპოქაში, მოროს სწრაფვა მითოლოგიური სიუჟეტებისაკენ და წერის უცნაური მანერა, არაერთგვაროვნად აღიქმებოდა. მისი ხელოვნება სრულიად განხსვავდებოდა ეპოქის მხატვრული სტილებისაგან. თუმცა ერთი რამ უდავო იყო - ეს თამამი და ნოვატორული მხატვრის ხელოვნება გახლდათ! კრიტიკოსები მოროს სიმბოლიზმის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. ის კი თავს არ აკუთვნებდა ერთ რომელიმე მიმდინარეობას. მას არ სურდა ყოფილიყო არც უნიკალური , არც დროისაგან მოწყვეტილი და არც ამოუცნობი.საკუთარი თავი უბრალოდ მოაზროვნე მხატვრად ესახებოდა.ყოველთვის ხატავდა იმას, რაც სურდა. შთაგონების წყაროებს პოულობდა ფოტოებში, ჟურნალებში, შუასაუკუნეთა გობელენებში,ანტიკურ სკულპტურებში, აღმოსავლურ ხელოვნებაში. მან შეძლო შეექმნა საკუთარი, ფანტასტური სამყარო, რომელიც დროის მიღმა არსებობდა
Tuesday, June 7, 2011
გუსტავ მორო

Subscribe to:
Posts (Atom)