ნიდერლანდელი ფერმწერი ჰიერონიმუს ბოსხი, (ინგლ.Hieronymus ან Jheronimus Bosch)დაიბადა 1450 წელს ჰერტოგენბოსში(ბრაბანტი). გარდაიცვალა იქვე 1516 წელს. მისინამდვილი სახელი და გვარია იერონიმუს ვან აკენი. ვან აკენების ოჯახი, წარმომავლობით გერმანულ ქალაქ აახენიდან, ოდითგანვე იყო დაკავშირებული ფერმწერობის ხელობასთან- მხატვრები იყვნენ იან ვან აკენი(ბოსხის პაპა) და მისი ხუთი შვილიდან ოთხი ვაჟი,იერონიმის მამის-ანტონის ჩათვლით. რამდენათაც იერონიმის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბების შესახებ არაფერია ცნობილი, ვარაუდობენ,რომ ფერწერის პირველი გაკვეთილები მან სწორედ საოჯახო სახელოსნოში მიიღო. ვან აკენების სახელოსნო მრავალგვარ შეკვეთებს ასრულებდა - პირველ რიგში, კედლების მოხატვა, მოოქროვილი ხის სკულპტურებისა და საეკლესიო ნივთების დამზადებაც კი. ასე რომ „ჰიერონიმუს-ფერმწერმა“(სწორედ ასეა იგი პირველად მოხსენიებული 1480 წლის დოკუმენტში ) ფსევდონიმი აიღო თავისი მშობლიური ქალაქის (დენ ბოსხი) შემოკლებული სახელიდან. ეს ნაბიჯი მან სავარაუდოდ გადადგა იმისთვის,რომ რამენაირად გამორჩეულიყო თავისი გვარის სხვა წარმომადგენლებისგან.
Wednesday, June 8, 2011
ბოსხი

Subscribe to:
Posts (Atom)