Wednesday, June 8, 2011

ბოსხი



ნიდერლანდელი ფერმწერი ჰიერონიმუს ბოსხი, (ინგლ.Hieronymus ან Jheronimus Bosch)დაიბადა 1450 წელს ჰერტოგენბოსში(ბრაბანტი).  გარდაიცვალა იქვე 1516 წელსმისინამდვილი სახელი და გვარია იერონიმუს ვან აკენი. ვან აკენების ოჯახი, წარმომავლობით გერმანულ ქალაქ აახენიდან, ოდითგანვე  იყო დაკავშირებული ფერმწერობის ხელობასთან- მხატვრები იყვნენ იან ვან აკენი(ბოსხის პაპა) და მისი ხუთი შვილიდან ოთხი ვაჟი,იერონიმის მამის-ანტონის ჩათვლით. რამდენათაც იერონიმის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბების შესახებ არაფერია ცნობილი, ვარაუდობენ,რომ ფერწერის პირველი გაკვეთილები მან სწორედ საოჯახო სახელოსნოში მიიღო. ვან აკენების სახელოსნო მრავალგვარ შეკვეთებს ასრულებდა - პირველ რიგში, კედლების მოხატვა, მოოქროვილი ხის სკულპტურებისა და საეკლესიო ნივთების დამზადებაც კი. ასე რომ „ჰიერონიმუს-ფერმწერმა“(სწორედ ასეა იგი პირველად მოხსენიებული 1480 წლის დოკუმენტში ) ფსევდონიმი აიღო  თავისი მშობლიური ქალაქის (დენ ბოსხი) შემოკლებული სახელიდან. ეს ნაბიჯი მან სავარაუდოდ გადადგა იმისთვის,რომ რამენაირად გამორჩეულიყო თავისი გვარის სხვა წარმომადგენლებისგან.         ბოსხი ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მშობლიურ ჰერტოგენბოსში, რომელიც იმ დროისთვის შედიოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში, ახლა კი წარმოადგენს ნიდერლანდების ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქის არქივში მხატვრის ცხოვრების შესახებ შემონახული მონაცემების თანახმად, 1478 წელს გარდაიცვალა მისი მამა და ბოსხს მემკვიდრეობით გადაეცა მისი სამხატვრო სახელოსნო . დაახლოებით 1480 წლისთვის მან შეირთო ცოლად ალეიტ გოიარტს ვან დენ მერვენე, ქალიშვილი ადგილობრივი მდიდარი და ცნობილი გვარიდან. მისი მნიშვნელოვანი პირადი ქონება, მზითვის სახით ბოსხს გადაეცა. ამ ქორწინების შედეგად ბოსხისთვის გაიხსნა გზა ადგილობრივი არისტოკრატიის ჩაკეტილი წრისკენ. იგი ასევე შევიდა ე.წ. „ღვთისშობლის ძმობის“ («Zoete Lieve Vrouw») რელიგიურ ჯგუფში - 1318 წელს ჰერტოგენბოსში შექმნილ რელიგიურ საზოგადოებაში,რომელიც შედგებოდა როგორც რელიგიური ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეებისაგან. ძმობა აღიარებდა ქალწული მარიამის კულტს და გულმოწყალების საქმეებით იყო დაკავებული. არქივის დოკუმენტებში ბოსხის სახელი რამოდენიმეჯერაა ნახსენები: მას, როგორც ფერმწერს, აძლევდნენ მრავალ შეკვეთას, დაწყებული საზეიმო მსვლელობების  და ძმობის სარიტუალო წეს-ჩვეულობების გაფორმებიდან და წმინდა იოანეს ტაძარში კაპელისთვის საკურთხევლის საგდულებისა და შანდლების მოხატვამდე. ამავე კაპელაში 1516 წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილ მხატვარს აუგეს წესი.   ამ რიტუალის საზეიმოდ ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოსხის მჭიდრო კავშირს „ღვთისშობლის ძმობასთან“  სიცოცხლისდასასრულს იგი ”ბურგუნდიული კარის” შეკვეთებსაც ასრულებდარაც თანამედროვეთამიერ მის აღიარებაზე მეტყველებსბოსხის დიდების ეპოქა XVII საუკუნეში სრულდება






No comments:

Post a Comment