Sunday, June 26, 2011

კრანახი

 
1953 წლის 16 ოქტომბერს შესრულდა 400 წელი გამოჩენილი წამყვანი საქსონიელი მხატვრის ლუკა კრანახის, რომელი მე-16-ე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. მხატვრის იუბილეზე გერმანიაში, რომელიც მიმდინარეობდა ვიტენბერგში და ვეიმარში, მონაწილეობას ღებულობდნენ საბჭოთა კავშირიდანაც, კერძოდ ლენინგრადიდან ერმიტრაუის დირექტორი.

    კრანახი იყო იმ დროის გამოკვეთილი ფიგურა როგორც მხატვარი და როგორც ადამიანი სოციალურ საკითხებში.  ლუკა კრანახი დაიბადა 1472 წელს, ასევე გამოჩენილ ან მხატვრის ანდა ბუნებათმწერის ოჯახში, ქალაქ ბავარიის მახლობლად ერთ პატარა სოფელში. მამამისი გვარად ან ზუნდერი ან მიულერი იყო, რომელიც არ არის ზუსტად დადგენილი. ასევე დაზუსტებული არ არის სად სწავლობდა და რას აკეთებდა ლუკა. მან თავისი პროფესიული სწავლა მიიღო საკუთარი მამისგან და არა სკოლიდან. მას არც სპეციალურ  სამხატვრო სასწავლებელში უსწავლია. პირველი მისი აღიარებული ნამუშევარი გამოჩნდა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ როდესაც კრანახი 30 წლის იყო. მისი  პირველი ნამუშევარი გახდა პოპულარული მთელს გერმანიაში თვით შორეულ საქსონიამდე. მისი დაუმორჩილებელი და მეამბოხე ხასიათის მიღმა იმალებოდა ასევე მისი მოსიყვარულე და გასაცვიფრებელი ინტერესი ლამაზი  ბუნების და ტყე_ველის მიმართ. მისი ეს მღელვარე და გამოკვეთილი ბუნებისადმი მიდრეკილება ვლინდება და გრძელდება 50 წლის მხატვრის შემოქმედებაში. იგი სულ ახლის ძიებაში იყო. ის იყო გამოკვეთილი, დამოუკიდებელი, თვითნასწავლი მხატვარი. იგი აგრძელებდა იგი აგრძელებდა თავის შემოქმედებას შუა საუკუნეების ხელოსნების მეთოდით და არა თანამედროვე იტალიურ სახელოსნოებში მოღვაწე ხელოსნების მეთოდით.
    კრანახმა თავის კერძო კომერციულ სახელოსნოში შექმნა მრავალი ტილო და შემოიკრიბა ბევრი მოსწავლე, რომლებიც ცდილობდნენ გამოკვეთილი ფიგურეს წარმოჩენას. მისი სიცოცხლის ბოლოს თავის დაარსბულ სახელოსნოში აგრძელებდა მოღვაწეობას მისი ვაჟი, ლუკა კრანახი უმცროსი.  უმცროსი Lუკას ნამუშევრები გამოკვეთილია ინდივიდუალურად, მაგრამ მის ნამუშევრებში იგრძნობა, უფროსი განსის
ხელის გავლენა, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, როდესაც მიემგზავრებოდა ბოლონიაში. მართალი კრანახი დაიბადა და გაიზარდა მისივე გვარის მოსახელე სოფელში უბრალო გლეხის ოჯახში, მაგრამ ის აღიარებული გახადა არა სოფლის მოსახელე გვარმა არამედ თავისმა თავდადებულმა შრომამ და აღიარებულმა მხატვრულმა ნიჭმა.  იმ დროინდელი გერმანელი გლეხ  მხატვრებს შორის ის ყველაზე აღიარებული ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელსაც მიანიჭეს ხელოსნის წოდება. მან გადაწყვიტა ემოგზაურა მთელ გერმანიაში და თავისი შესაძლებლობები გამოეცადა სხვადასხვა ადგილებში. იგი უკავშირდებოდა სხვადასხვა ქალაქების და სოფლების მხატვრებს და აფართოვებდა ნაცნობების წრეს.   კრანახი მე-15-ე საუკუნის 90-იან წლებში როდესაც იგი იყო სულ რაღაც 25-წლის გადაწყვიტა ემოგზაურა და იგი თავისი გვარის მოსახელე სოფელ კრანახიდან წავიდა, ჯერ ბამბურგში, შემდეგ ნიუნბერგში და მიუნხენში, მერე ჩაუყვა დუნაის ქვევით პასაუსკენ, რენესბურგში და დროებით გაჩერდა ქალაქ ვენაში. მისი ადრე შექმნილი ნამუშევრები შესრულებული 1500 და 1505 წელს როდესაც იგი მოწვევით ჩადის საქსონიის დედაქალაქ ვიტენბერგში. მისი ეს პირველი ნამუშევრები მეტყველებენ მის პირველ აღიარებაზე, როგორც უდიდესი მხატვარი. ის გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული მხატვარია მაშინდელ მხატვრებს შორის, მთელს გერმანიაში მე-15 საუკუნის დასასრულს და მე-16 მიჯნას. მისი ნამუშევრები გათანაბრებულია ორი უდიდესი მხატვრის  გრიუენვადის და დიურერის ნამუშევრებთან.

კრანახის ნამუშევრებში მკვეთრად არის გამოხატული შუა საუკუნეების დროინდელი მხატვრული პეიზაჟები, მათში აღბეჭდილია მხატვრის უბადლო სიყვარული ნაზი ბუნების მიმართ. ეს ყველა ნახატი შესრულებული არის 1505 წლამდე, სანამ იგი გადმოვიდოდა ვიტენბერგში. 1500 წლის სურათი “წამება” შენახულია ქალაქ ვენის მუზეუმში.  მეორე კი 1503 წლის პირველთან შედარებით უფრო დიდი სურათი თითქმის პირველის მსგავსი მაგრამ 1500 წლის წამებაში ის ქრისტეს წამებას აღწერს, ხოლო მეორეში კი ყაჩაღების. ამავე წლებში ის კიდევ 2 დიდ სურათს ხატავს, პირველი ვენის უნივერსიტეტის პროფესორის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ვინმე შპისხმეიმერს (ლათ. კუსპინიანა) და მის მეუღლეს. მეორე სურათზე კი დახატა ისევ ვენის უნივერსიტეტის რექტორიიურისტი როისი და მისი მეუღლე. ეს სურათბი მეტყველებენ იმაზე რომ შესრულებულია შეკვეთით და როგორი პოპულარობით სარგებლობდა ამ დროს კრანახი.

პიტერ ბრეიგელი


















 პიტერ ბრეიგელი
(დაახლოებით 1525-1569წწ.)
ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი
 
 
               XVI საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობა
 
          ნიდერლანდური მხატვრობის აღზევების ხანა იწყება XVI საუკუნეში. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში მწვავდება ურთიერთობები ნიდერლანდების პროვინციებსა და ფეოდალურ ესპანეთს შორის, რომელიც XV საუკუნის ბოლოდან ბატონობდა ნიდერლანდებზე. ანტიფეოდალური მოძრაობა ნიდერლანდებში ხან კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხან კიდევ ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ფორმას იღებდა ტირანული ესპანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა დამთავრდა ნიდერლანდების რევოლუციით. სწორედ ამ დიდი სირთულეების ფონზე განვითარდა ნიდერლანდური ფერწერა.
           რევოლუციამ თავისთავად მოიტანა ახლის დაბადება და ძველის დავიწყება. ადამიანი და მის ირგვლივ გარემო, იძენს კონკრეტულობას.  მეორე მხრიდან მხატვრები ეწაფებიან იტალიური აღორძინების ხელოვნებას. XVI საუკუნის შუა ხანებში არა მარტო იცვლება რელიგიური ფერწერის ხასიათი, არამედ მტკიცდება თემები, რომლებიც არიან მიძღვნილი ხალხური მასების ცხოვრებისადმი. ვითარდება ყოფა-ცხოვრების ჟანრი, პეიზაჟის თემა,  ინდივიდუალური და ჯგუფური პორტრეტები.  სწორედ ამ ეპოქის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაშიც ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ იგრძნობა იმ დროის ნიდერლანდური სამყაროს ყოფა, გახლდათ პიტერ ბრეიგელი უფროსი.
 
 
 
 

Friday, June 24, 2011

ნიკოლაი პუსენი
















დიეგო დე სილვა ველასკეს

  დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.



 დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
     დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას. 
     1618 წლის 23 აპრილს, ველასკესი დაქორწინდა ფრანჩესკო პაჩეკოს ქალიშვილ ხუანაზე.

 
ახალგაზრდა მხატვარმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში. 1617 წლის 14 მარტს დიეგო ველასკესს ქალაქ სევილიის ხელისუფლებმა მისცეს დოკუმენტი, რომელიც მას უფლებას აძლევდა „მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები“. ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდის სურათებია:„საუზმე“(1618წ.), „მოგვების თაყვანისცემა“(1619 წ.), „მოხუცი მზარეული“(1620 წ.), „ქრისტე მარია და მართას სახლში“(1620 წ.)
     1622 წელს მაესტრო გაემგზავრა მადრიდში. მისი სანუკვარი სურვილი იყო დაეხატა მეფის პორტრეტი და დაეთვალიერებინა ესკორიალი - მეფების ქალაქგარეთ განლაგებული უზარმაზარი სასახლე. მიუხედავად თანამემამულეთა მცდელობისა ველასკესი ვერ მოხვდა მეფის კარზე. მას მოუწია სევილიაში დაბრუნება. მადრიდიდან წამოსვლდან წელიწადნახევრის განმავლობაში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა ქალაქის საუკეთესო მისაღები დარბაზები დაამშვენა.

 
 
     1629 წელს 30 წლის ველასკესი ჩადის იტალიაში - რომში, ვენეციაში. სწავლობს ტიციანს, ტინტორენტოს. უფრო იხვეწება მისი ხელოვნების მანერა. ველასკესი დიდხანს უმზერდა დიდოსტატთა ქმნილებებს და სწავლობდა მათგან გასაოცარ ხელოვნებას. დღეში რამდენიმე საათს ანდომებდა იგი სურათებიდან ასლების გადმოღებას. იტალიურ ხელოვნებასთან ზიარებამ ველასკესის მხატვრობის სტილზე გავლენა იქონია - ის გახდა ბევრად უფრო თავისუფალი და ბრწყინვალე, ადრე მხატვრის ტილოებზე ჭარბობდა მუქი, თითქმის შავი საღებავები. ახლა ისინი ღია, მდიდრულმა ფერადოვანმა შეხამებებმა შეცვალა. ამ მოგზაურობის შედეგია „ვულკანის სამჭედლო“(1930წ.)
     1631 წელს ესპანეთში ბრუნდება. იქმნება პორტრეტები. ველასკესი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურების და სხვათა პორტრეტებს. ისინი ძირითადად გარეთაა გატანილი, ანუ გადმოიცემიან ნადირობისას, ბუნების წიაღში, ცხენზე ჯირითისას და ა. შ. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შექმნილი პორტრეტები: „ფილიპე IV“ -ს მრავალი ვარიანტი, „გრაფი ოლივარესი ცხენზე“(1634 წ.), „დედოფალი იზაბელა“(1934 წ.), „პრინცი ბალთაზარი“. 1634 წელს ველასკესმა შექმნა საუკეთესო ნამუშევარი „ბრენდის ჩაბარება“. მაესტრო ტილოზე ცხოვრებისეული სიმართლის ერთგული დარჩა. სწორედ სიმართლემ მოუპოვა მის ქმნილებას უკვდავება და იგი ისტორის ცოცხალ მატიანედ წარმოგვიდგა.

     1630-1640 წლებში ველასკესმა შექმნა მასხარებისა და ჯუჯების პორტრეტების სერია. მათი მომღიმარი სახეების მიღმა უდიდესმა მხატვარმა აღმოაჩინა, ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობა. მათგან მნიშვნელოვანია „ეზოპე“ და „მენიპი“. თავის მელანქოლიური, გამოფიტული და ჩამქრალი გამოხედვით ეზოპე ყოფიერების საიდუმლოებას ჩახვედრილ, ცხოვრების ნამდვილი სიბრძნისა და ფასის მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
     1643 წელს გამოჩენილმა მხატვარმა სასახლის კამერდინის წოდება მიიღო. ამ პერიოდს მიეკუთნება ველასკესის შედევრი „ვენერა სარკის წინ“, ამ დროისათვის ძალიან უჩვეულო სურათი იყო. მასში შიშველი ქალია გამოსახული, რაც ესპანეთის ეკლესიის მიერ იკრძალებოდა.

     1649 წელს ველასკესი მეორედ მიდის იტალიაში. მხატვარმა შექმნა თავისი შემოქმედების გვირგვინი - „პაპ ინოკენტი მეათის პორტრეტი“(1650 წ.) . პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ჭკუაც, გონებაც და სისასტიკეც ეს პორტრეტი მსოფლიო ხელოვნების შედევრად აღიარეს. საუკუნეებს გადასცა პორტრეტმა მხატვრის შესანიშნავი ოსტატობა, მისი დევიზი - სიმართლე უპირველეს ყოვლისა. რომის პაპმა ინოკენტი X -მ დიეგო ველასკესს დიდი ჯილდო გადასცა - ოქროს ჯაჭვიანი მედალიონი, რომელშიც თვით ინოკენტი X -ის ფერადი ქვებით მოოჭვილი პორტრეტი იდო. მხატვარმა დაიპყრო იტალიელთა გულები. ის არჩეულ იქნა წმინდა ლუკას აკადემიის წევრად. მისმა წარმატებამ საშუალება მისცა მხატვარსა და ესპანელ მხატვართა ბიოგრაფიების ცნობილ ავტორს დონ ანტონიო პალომინო ი ველასკესოსო, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ეთქვა: „ ჩვენი ველასკესი იტალიაში ჩავიდა არა იმისათვის, რომ ისწავლოს, არამედ იმისათვის, რომ ასწავლოსო. თუ პირველ ჩასვლაზე ეს ზოგადი თქმა უდავოდ გადაჭარბება იქნებოდა, სამაგიეროდ, ოცი წლის შემდეგ ვითარება იცვლება. ველასკესიც დიდოსტატია.
      1650 - იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს. ფსიქოლოგიური ხასიათით გამოირჩევა ასაკოვანი ფილიპ IV -ის პორტრეტი. ველასკესის შედევრებს შორის გამოირჩევა „მენინები“(1656 წ.), „მრთველები“(1657 წ.)
ედუარდ მენემ ველასკესს „მხატვართა მხატვარი“ უწოდა. ოსტატთა შორის დროთა მანძილზე რემბრანტსა და 
რუბენსსაც კი არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი მასა
.
      1651 წელს ველასკესი ბრუნდება მადრიდში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მაესტრო პეიზაჟების სერიაზე მუშაობას განაგრძობს. წერს „ხეივანს სამეფო ბაღში“, „შადრევნებს სამეფო ბაღში“. ველასკესმა შექმნა „ინფანტა მარგარიტა“-ს ექვსი პორტრეტი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება და იცვლება მარგარიტას სახე. 1959 წელს ველასკესი დაინიშნა სასახლის სახლთუხუცესად. მეფემ ველასკესი გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი. . 
      1660 წელის 6 აგვისტოს სამოც წელს გადაცილებული, განუზომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი“.
მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები ასეული წლების შემდეგაც ხედავდნენ ველასკესის ფერწერაში დიდ აზრებსა და უზარმაზარ გრძნობებს


 

Sunday, June 12, 2011

boris vallejo part 9










როგორ დავხატოთ მგელი


პოლ ეჟენ ანრი გოგენი

ლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის" რედაქტორის -კლოვის გოგენის ოჯახში









ალექსანდრე მელიკოვი

ბაჟბეუკ-მელიკოვი ალექსანდრე დაიბადა ქალაქ ,,ტიფლისში”, 1891 წელს მოსამსახურის ოჯახში. მას თავის ბავშვობაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, რადგანაც ის დაკავშირებული იყო ძალიან არასასიამოვნო მოგონებებთან მშობლების ურთიერთობაში.
მხატვრის მამამ მეორე ოჯახი გაიჩინა და დედა იძულებული იყო თავის ოთხ შვილთან ერთად წამოსულიყო სახლიდან.

ბაჟბეულ-მელიკოვები ძირძველი თბილისელები იყვნენ. ერთ-ერთი მათი წინაპარი ქალაქის თვითმმართველობის სათავეშიც იდგა. ადრეული ბავშვობიდანვე ხელოვნება ბაჟბეუკ-მელიკოვის მთავარ გატაცებად იქცა. იგი 1900 წელს კადეტთა კორპუსში მიაბარეს. სწავლის პერიოდში ბაჟბეუკ-მელიკოვი ესწრებოდა საღამოს მეცადინეობებს სამხატვრო სკოლაში. სამი წლის შემდეგ მან მიატოვა კადეტთა კორპუსი და ჩააბარა კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების ხელოვნების სასწავლებელში. აქ მას ასწავლიდნენ მხატვრები: შმერლინგი, ფოგელი, სკლიფასოვსკი და სხვები.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1910 წელს ბაჟბეუკ-მელიკოვი მიდის მოსკოვში. აქ ერთი წელი სწავლობს მეშკოვის სტუდიაში, შემდეგ მიემგზავრება პეტერბურგში და აბარებს სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას თავისუფალ მსმენელად რიცხავენ, რადგანაც არ გააჩნია სრული საშუალო განათლება. ორი წლის შემდეგ, 1913 წელს ის ტოვებს აკადემიას არმიაში გაწვევის გამო.
1914-1918 წლებში მსოფლიო ომის დროს ოდესის პოლკში ყოფნისას, იგი იბრძოდა ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე. ომში ყოფნის დროსაც მხატვარი ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობებს და როგორც კი საშუალება მიეცემოდა ჩანახატებს აკეთებდა. 1917 წლის ზაფხულში ბაჟბეუკ-მელიკოვი თბილისში ბრუნდება, სადაც მას 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია მოუსწრებს.

ბაჟბეუკ-მელიკოვი მეტად პირდაპირი იყო. სიმართლეს პირში მიახლიდა ადამიანს, რის გამოც რამდენჯერმე დიდი უსიამოვნებაც შეემთხვა. მხატვარი მეტად გულღია იყო, მაგრამ სიმორცხვე ხელს უშლიდა დაახლოებოდა ადამიანებს.
მეგობრების მიმართ მისი სიყვარული მეტად მხურვალე და უანგარო იყო.
მხატვარი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დიდი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა, რაშიდაც თვითონ იყო დამნაშავე, რადგანაც ძალიან უჭირდა თავის ნამუშევრებთან განშორება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მუზეუმს სურდა მისი ნახატები. ბაჟბეუკ-მელიკოვი იმიზეზებდა, რომ ისინი შემდეგი მუშაობისათვის სჭირდებოდა, სინამდვილეში ის არასოდეს იმეორებდა თავის ნამუშევრებს და არც ახლის შექმნისას იყენებდა. იგი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებოდა და სულ ახლის ძიებაში იყო.
ის ცხოვრობდა ერთ ოთახში მეუღლესათან და ორ ქალიშვილთან ერთად.
ეს ოთახი იყო მისთვის სახელოსნოც, საძინებელიც და სამზარეულოც, მაგრამ მძიმე მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობები არასდროს არ ასახულა მის შემოქმედებაზე.

მიუხედავად თავისი ნამუშვერების ასეთი დიდი სიყვარულისა, ბაჟბეუკ-მელიკოვი იყო ყველაზე მკაცრი მსაჯული თავისი თავის, რაზეც მოწმობს მის მიერ უამრავი ნახატის განადგურება. მათი ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, თუმცა მისი ქალიშვილის, ლავინიას გადმოცემით, ეს დაახლოებით ათასამდეა.
შემორჩენილია ორასზე ცოტა მეტი ნახატი. ბაჟბეუკ-მელიკოვი არ ინდობდა გამოფენილ სურათებსაც კი. 1935 წელს გამოფენილი 48 ნახატიდან 13 შემდეგ გაანადგურა. ადრეული ნამუშევრებიდან კი სულ ცოტაა შემორჩენილი. ვერაფერმა ვერ გატეხა მხატვრის სიყვარული ხელოვნებისადმი. ძალიან მძიმე ავადმყოფიც აგრძელებდა მუშაობას. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მან ხუთი ნამუშევარი შექმნა. მისი ბოლო ნახატი ,,ქურთული ცეკვა” სიკვილამდე 3 თვით ადრე დახატა.

ის აღმერთებდა საღებავებს და როდესაც ძვირფას საღებავებს ჩუქნიდნენ, მხატვარი ბრწყინავდა სიხარულით, მღეროდა, ათვალიერებდა მათ და სათუთად ინახავდა სკივრში, სადაც ასევე დაუმთავრეელი ნახატები ჰქონდა შენახული.
ალექსანდრე-ბაჟბეუკ მელიკოვი გარდაიცვალა 1966 წლის 20 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად. სიკვდილის წინ მას უთქვამს - ,,მე ბედნიერი კაცი ვარ, ვწევარ სუფთა ლოგინში ჩემი შვილებისა და სურათების გარემოცვაში”.
ბაჟბეუკი ხშირად დადიოდა ცირკში და ხატავდა მას იმიტომ, რომ მას მოსწონდა ზღაპრული, არარეალური ცხოვრება ყოველდღიური ყოფისაგან თავისუფალი.

ალექსანდრე ბანძელაძე



ბიოგრაფიული მონაცემები
ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა 1927 წელს, ციმბირის პატარა ქალაქ ტულუნში. (ციმბირში მათი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა). მხატვრის მამა მათე ბანძელაძე, ახალგაზრდობაშირევილუციონერი ყოფილა. 1917 წლის რევოლუვიამდე, დაახლოებით 2-3 წლით ადრე, მას აქტიური მონაწილეობა მიუღია ქუთაისის ციხის აღებაში, რომელიც იმჟამად პატიმრად იმყოფებოდა. ციხიდან გაქცეული მალევე შეუპყრიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ. მას რაიმე სპეციალური პროფესია არ ჰქონია. მხატვრის გადმოცემით, ძლიერ ჰყვარებია ქართული ლიტერატურა, ზეპირად სციდნია “ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც ხშირად უკითხავდა შვილებს.
მხატვრის დედა _ მინა რაიე, ესტონელი ქალი იყო. მას ჰქონია მუსიკალური საეკლესიო განათლება, კარგად ფლობდა გერმანულ ენას, შესანიშნავად კერავდა და ქარგავდა.
1932 წელს მხატვრის ოჯახი საქართველოსი დაბრუნდა. საცხოვრებლად მათ მსობლიურ ქალაქს, ზესტაფონს მიაშურეს. 1933 წელს ალ. ბანძელაძე ზესტაფონის რუსულ სკოლაში შეიყვანეს, რადგან იმხანად მას ჯერ კიდევ კარგად არ სცოდნია ქართული ენა. 1942 წელს იგი თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში ჩაირიცხა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო დიდი ზომის სურათი “გიორგი სააკაძე”, რომლის შესახებ ალექსანდრე ბანძელაძის მასწავლებელი გ. ჩიჩინაშვილი იგონებს: “სურათი იყო ორი მეტრის სიმაღლის და წარმოედგენდა მრავალფიგურიან კომპოზიციას. ცენტრი, შემაღლებაზე იდგა მეომრებით გარშემორტყმული გიორგი სააკაძე. მიუხელავად სურათის დიდი ზომისა და ფიგურების სიმრალისა, შურამ (ასე ეძახდნენ ახლობლები ალ. ბანძელაძეს) კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. შურა მეტად შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ამავე დროს მოკრძალებული ყმაწვილი იყო. მას არ უყვარდა თავისი სურათები ქება, მისი სურათები თვითონ იქებდნენ თავს”.

1947 წელს ალ. ბანძელაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა (რექტორი მ. დუდუჩავა). 1949 წელს, მეორე კურსზე ყოფნისას იგი გარიცხულ იქნა აკადემიიდან. გარიცხვის მიზეზი, მართალია, მეტად უმნიშვნელო იყო, მაგრამ იმ დროისათვია ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. პარტიის ისტორიის ლექციზე, ლექტორის დაუსრულებელი კრიტიკისას ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში მუშაობის სისტემის შესახებ, ალ. ბანძელაძის მეგობრისადმი ნათქვამი შენიშვნა _ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენთანაც ასეთი წესრიგი იქნებოდაო _ მისი აკადემიიდან გარიცხვის საბაბი გამხდარა. ამის შემდეგ ალ. ბანძელაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალების, კერძოდ “ცისკრის’, “დროშის”, “ნიანგის”, “დილის”, “პიონერის” რადაქციებთან. ალექსანდრე ბანძელაძე აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ რესოუბლიკურ, არამედ საკავშირო გამოფენებზე, მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. მან მხატვრულად გააფორმა საყმაწვილო ლიტეტატურის ნიმუშები და ნაწარმოებები: ლ. გოთუას “გმირთა ვარამი”, გ. აბაშიძის “დიდი ღამე” და “ლაშარელა”, რ. კიპლინგის “მაუგლი” და “არსენას ლექსი”. “არსენას ლექსისი” მიხედვით მხატვრული გაფორმების ორი ვარიანტი, საკავშირო და საერთაშორისო პრიზებით აღინიშნა. პირველი მათგანი 1957 წელს საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის მიერ ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო მეორეს, 1966 წელს ჩეხოსლოვაკიაში ბრნოში გამართულ წიგნის გრაფიკისა და ილუსტრაციის საეთაშორისო ბიენალეზე, სპეციალური დიპლომი მიენიწა. ამავე ნამუშევარმა, 1967 წელს, ლაიპციგსი, მსოფლიო საგამომცემლო საქმის ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრში მოწყობილ საერთაშორისო კონკურსში – მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი წიგნი _ პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო გამოფენებზე აქტიურმა მონაწილეობამ, ალ. ბანძელაძეს საკმაოდ ნიჭიერი, დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა მხატვრის სახელი დაუმკვიდრა. იგი სტალინის სახელობის პრემიაზეც იყო წარდგენილი, თუმცა რადგან ხელოვნურად შექმნილი გაუგებრობის გამო, საბუთების წარდგენი ჟამს, მხატვარი უეცრად მივლინებაში იქნა გაგზავნელი, მას ეს პრემია არ გადაეცა. ასეთი აღიარება გარკვეულ უხერხულობა ქმნიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ბანძელაძეს სამხატვრო აკადემია არ ჰქონდა დამთავრებული. აკადემიის მესვეურებმა (რექტორი ა. ქუთათელაძე) რამდენჯერმე მიმართეს წინადადებით, რომ დაბრუნებულიყო კადემიაში, მხატვარი იქ აღარ დაბრუნებულა. მიუხედავად ამისა, 1962 წელს მას სამხატვრო აკადემიის დიპლომი გადაეცა, რაც მხატვრის ინტენსიურმა მოღვაწეობამ განაპირობა. როგორც სამხატვრო ტექნიკუმში, ისე აკადემიაში სწავლისას, მისი მასწავლებლები იყვნენ: გ. ჩირინაშვილი, სესიაშვილი, ტ. კიკნაძე, ვ. შერპილოვი, შუბუევი და სხვები.
ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერტნაირი გატაცებით მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში, იყო წიგნის ილუსტრასიის ოსტატი და მონუმენტალისტი მხატვარი, მას ეკუთვნის ქანდაკების ესკიზიც. მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი ტრადიციული აკადემიური მიდგომით ხასიატდება. ამ ხანის ნიმუშებიდან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე, რომელნიც წოგად წარმოდგენას გვიქმნის მხატვრის ნიჭსა და უნარზე, მის ინტერესთა სფეროზე, თემატიკისა და გამომსახველობითი მხარის თავისებურებებზე. რეალისტური ნიმუშების გვერდით, ვხვდებით ნაწარმოებებს, რომლებშიც თანამედროვე დასავლეთ ევროპულ მიმდინარეობათა ერტგვარი გამოძახილი იგრძნობა. მხატვარმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიცადა ყველა იმ დასავლეტ ევროპული მიმდინარეობის გავლენა, რომელთა განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად იგი იმპრესიონიზმმა გაიტაცა, შემდგომ, მხატვარი დაინტერესდა პუანტილიზმით, პოსტიმპრესიონიზმით, კუბიზმით, ფოვიზმით (გარდაცვალებამდე 3-4 წლით ადრე ალ. ბანძელაძე ამ ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილი გაანადგურა). აღნიშნული მიმდინარეობებისადმი დამახასიატებელი ნიშნების გამოყენებით, იგი მიისწრაფოდა დაეხვეწა და გაემდიდირებინა საკუთარი ფერწერული ენა, სხვადასხვა კუთხით წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობანი. მხატვარი ერთგვარ გამოცდას უწყობს უწყობს საკუთარ თავს _ რა უფრო ახლოსაა მასთან, რა უფრო ხელეწიფება, რომელი გზით განაგრძოს მუშაობა...

Wednesday, June 8, 2011

ბოსხი



ნიდერლანდელი ფერმწერი ჰიერონიმუს ბოსხი, (ინგლ.Hieronymus ან Jheronimus Bosch)დაიბადა 1450 წელს ჰერტოგენბოსში(ბრაბანტი).  გარდაიცვალა იქვე 1516 წელსმისინამდვილი სახელი და გვარია იერონიმუს ვან აკენი. ვან აკენების ოჯახი, წარმომავლობით გერმანულ ქალაქ აახენიდან, ოდითგანვე  იყო დაკავშირებული ფერმწერობის ხელობასთან- მხატვრები იყვნენ იან ვან აკენი(ბოსხის პაპა) და მისი ხუთი შვილიდან ოთხი ვაჟი,იერონიმის მამის-ანტონის ჩათვლით. რამდენათაც იერონიმის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბების შესახებ არაფერია ცნობილი, ვარაუდობენ,რომ ფერწერის პირველი გაკვეთილები მან სწორედ საოჯახო სახელოსნოში მიიღო. ვან აკენების სახელოსნო მრავალგვარ შეკვეთებს ასრულებდა - პირველ რიგში, კედლების მოხატვა, მოოქროვილი ხის სკულპტურებისა და საეკლესიო ნივთების დამზადებაც კი. ასე რომ „ჰიერონიმუს-ფერმწერმა“(სწორედ ასეა იგი პირველად მოხსენიებული 1480 წლის დოკუმენტში ) ფსევდონიმი აიღო  თავისი მშობლიური ქალაქის (დენ ბოსხი) შემოკლებული სახელიდან. ეს ნაბიჯი მან სავარაუდოდ გადადგა იმისთვის,რომ რამენაირად გამორჩეულიყო თავისი გვარის სხვა წარმომადგენლებისგან.         ბოსხი ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მშობლიურ ჰერტოგენბოსში, რომელიც იმ დროისთვის შედიოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში, ახლა კი წარმოადგენს ნიდერლანდების ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქის არქივში მხატვრის ცხოვრების შესახებ შემონახული მონაცემების თანახმად, 1478 წელს გარდაიცვალა მისი მამა და ბოსხს მემკვიდრეობით გადაეცა მისი სამხატვრო სახელოსნო . დაახლოებით 1480 წლისთვის მან შეირთო ცოლად ალეიტ გოიარტს ვან დენ მერვენე, ქალიშვილი ადგილობრივი მდიდარი და ცნობილი გვარიდან. მისი მნიშვნელოვანი პირადი ქონება, მზითვის სახით ბოსხს გადაეცა. ამ ქორწინების შედეგად ბოსხისთვის გაიხსნა გზა ადგილობრივი არისტოკრატიის ჩაკეტილი წრისკენ. იგი ასევე შევიდა ე.წ. „ღვთისშობლის ძმობის“ («Zoete Lieve Vrouw») რელიგიურ ჯგუფში - 1318 წელს ჰერტოგენბოსში შექმნილ რელიგიურ საზოგადოებაში,რომელიც შედგებოდა როგორც რელიგიური ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეებისაგან. ძმობა აღიარებდა ქალწული მარიამის კულტს და გულმოწყალების საქმეებით იყო დაკავებული. არქივის დოკუმენტებში ბოსხის სახელი რამოდენიმეჯერაა ნახსენები: მას, როგორც ფერმწერს, აძლევდნენ მრავალ შეკვეთას, დაწყებული საზეიმო მსვლელობების  და ძმობის სარიტუალო წეს-ჩვეულობების გაფორმებიდან და წმინდა იოანეს ტაძარში კაპელისთვის საკურთხევლის საგდულებისა და შანდლების მოხატვამდე. ამავე კაპელაში 1516 წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილ მხატვარს აუგეს წესი.   ამ რიტუალის საზეიმოდ ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოსხის მჭიდრო კავშირს „ღვთისშობლის ძმობასთან“  სიცოცხლისდასასრულს იგი ”ბურგუნდიული კარის” შეკვეთებსაც ასრულებდარაც თანამედროვეთამიერ მის აღიარებაზე მეტყველებსბოსხის დიდების ეპოქა XVII საუკუნეში სრულდება