პიტერ ბრეიგელი (დაახლოებით 1525-1569წწ.) |
ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი |
XVI საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობა ნიდერლანდური მხატვრობის აღზევების ხანა იწყება XVI საუკუნეში. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში მწვავდება ურთიერთობები ნიდერლანდების პროვინციებსა და ფეოდალურ ესპანეთს შორის, რომელიც XV საუკუნის ბოლოდან ბატონობდა ნიდერლანდებზე. ანტიფეოდალური მოძრაობა ნიდერლანდებში ხან კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხან კიდევ ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ფორმას იღებდა ტირანული ესპანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა დამთავრდა ნიდერლანდების რევოლუციით. სწორედ ამ დიდი სირთულეების ფონზე განვითარდა ნიდერლანდური ფერწერა. რევოლუციამ თავისთავად მოიტანა ახლის დაბადება და ძველის დავიწყება. ადამიანი და მის ირგვლივ გარემო, იძენს კონკრეტულობას. მეორე მხრიდან მხატვრები ეწაფებიან იტალიური აღორძინების ხელოვნებას. XVI საუკუნის შუა ხანებში არა მარტო იცვლება რელიგიური ფერწერის ხასიათი, არამედ მტკიცდება თემები, რომლებიც არიან მიძღვნილი ხალხური მასების ცხოვრებისადმი. ვითარდება ყოფა-ცხოვრების ჟანრი, პეიზაჟის თემა, ინდივიდუალური და ჯგუფური პორტრეტები. სწორედ ამ ეპოქის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაშიც ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ იგრძნობა იმ დროის ნიდერლანდური სამყაროს ყოფა, გახლდათ პიტერ ბრეიგელი უფროსი. |
Sunday, June 26, 2011
პიტერ ბრეიგელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment