Monday, June 6, 2011

რუბენსი


რუბენსი პეტერ პაულიფლამენდელიფერმწერი იყოიგიდაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდანრუბენსი ანტგერპენში ცხოვრობდასადაც მრავალმხრივიჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერასსწავლობდა პეიჟასტ ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაშიგაატარაუმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზეიყო რომში,ვენეციასა და გენუაშისწავლობდა მიქელ-ანჯელოს,რაფაელისტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებასმისიმდროინდელი მხატვრობას.

იშვიათად ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსადა მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში.ანტვერპენში დამკვისრების შემდეგ პირველ ხანებშიასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრირომლებშიც მისმახელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი დაანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალისილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენენები”,გარნდიოზული დეკორაციები, კომპოზიციებირომლებიცშესრულებული იყო ევროპაშისხვა და სხვა ქვეყნისუმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით;კარტონები ხალიჩებისათვისრომლებზეც გამოსახული იყოსცენები სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდანუზარმაზარისურათები ანტერპენის იეზუიტების ამსახველი კანოებილიქსემბურგის სასახლისთვისგარეგნული ბრწყინვალებითაღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 20ბოლოს ფლამანდრიის მტავრობის დავალებით რუბენსმართული დიპლომატიური მისია შეასრულაიყოესპანეთში(1628) ინგლიში (1629-30)-ყველგან განსაკუთრებულიპატივისცემითა და დიდებით ხვდებოდნენ.

1626 გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 შეირთომდიდარი ვაჭრის ქალიშვილიახალგაზრდა ელენ ფურმანი.რუბენსის სახელმაც ბოლო წლების შემოქმედებაშიგაიბრწყინაამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურსამსახურსსასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონემხატვრობას მიუძღვნაეს მისი შემოქმედების უმაღლესიგაფურჩქვნის ხანააყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს,პეიზაჟებსმითოლოგიებსსცენებებს თვითონ ასრულებდა.ელენ ფურმანს ხატავდა ხან შვილებთან ერთადხან ცალკე,ხანაც მითოლოგიურ და სარწმუნოებრივი სცენებისმონაწილედ.

ამ დროინდელი პორტრეტებიგანსაკუთრებით მხატვრისმახლობელ პირებსმოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფროთბილი და ღრმაა დახასიათების მხრივბოლო წლებსმიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟებისუმეტესობამხიარულებითა და სიხალისით აღსავსესურათებირომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლისცხოვრებიდანმით პერსონაჟები და სხვადიდი მხატვრულიღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა დანახატებსრუბენსის შემოქმედებას დიდის შემოქმედებაჰქონდა შემდგომი მთელი ევროპის ფერწერისგანვითარებისათვის. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30მაისსანტვერპენში.









დიეგო ველასკესი


დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.
     დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
     დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას. 
     1618 წლის 23 აპრილს, ველასკესი დაქორწინდა ფრანჩესკო პაჩეკოს ქალიშვილ ხუანაზე

















     ახალგაზრდა მხატვარმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში. 1617 წლის 14 მარტს დიეგო ველასკესს ქალაქ სევილიის ხელისუფლებმა მისცეს დოკუმენტი, რომელიც მას უფლებას აძლევდა „მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები“. ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდის სურათებია:„საუზმე“(1618წ.), „მოგვების თაყვანისცემა“(1619 წ.), „მოხუცი მზარეული“(1620 წ.), „ქრისტე მარია და მართას სახლში“(1620 წ.)
     1622 წელს მაესტრო გაემგზავრა მადრიდში. მისი სანუკვარი სურვილი იყო დაეხატა მეფის პორტრეტი და დაეთვალიერებინა ესკორიალი - მეფების ქალაქგარეთ განლაგებული უზარმაზარი სასახლე. მიუხედავად თანამემამულეთა მცდელობისა ველასკესი ვერ მოხვდა მეფის კარზე. მას მოუწია სევილიაში დაბრუნება. მადრიდიდან წამოსვლდან წელიწადნახევრის განმავლობაში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა ქალაქის საუკეთესო მისაღები დარბაზები დაამშვენა
.

1623 წელს ველასკესმამიიღო ბარათი დონ ხუან ფონსეკასაგან, რომელიც მეფის კაპელანი იყო. ის წერდა, რომ მას მეფის კარზე ელიან. მადრიდში ჩასვლისთანავე ველასკესმა დახატა დონ ფონსეკას პორტრეტი. მაესტროს ეს ნამუშევარი სასახლის კარზე წარადგინეს. ამჯერად აღიარება სწრაფად ეწვია ახალგაზრდა მაესტროს. ყველა ხოტბას ასხამდა ველასკესს. თვით მეფე ფილიპ IV- მაც იხილა ველასკესის ეს ტილო, რომელიც ხელოვნების კარგ მცოდნედ და დამფასებლად ითვლებოდა. მეფემ სურვილი გამოთქვა, მხტვარს მისი პორტრეტიც დაეხატა. 
      სურათმა („ფილიპ IV პორტრეტი“) მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ველასკესმა მეფის კარის მხატვრის წოდება მიიღო. 1628 წელს, მადრიდში განთქმული მხატვარი პიტერ პაულ რუბენსი ჩამოვიდა. ფილიპე IV -მ რუბენსს თავისი კარის მხატვარი წარუდგინა. დიდმა ფლამინდიელმა ბევრი რამ ასწავლა მადრიდელ მხატვარს, იგი მოიხიბლა არა მარტო ველასკესის ბრწყინვალე ხელოვნებით, არამედ მოკრძალებით და თავმდაბლობითაც. ვარაუდობენ რომ მითოლოგიური სურათი„ბახუსი“(1629 წ.) უშუალოდ რუბენსის გავლენის შედეგი
ა. 
  
 
      1650 - იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს. ფსიქოლოგიური ხასიათით გამოირჩევა ასაკოვანი ფილიპ IV -ის პორტრეტი. ველასკესის შედევრებს შორის გამოირჩევა „მენინები“(1656 წ.), „მრთველები“(1657 წ.)
ედუარდ მენემ ველასკესს „მხატვართა მხატვარი“ უწოდა. ოსტატთა შორის დროთა მანძილზე რემბრანტსა და რუბენსსაც კი არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი მასა.
      1651 წელს ველასკესი ბრუნდება მადრიდში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მაესტრო პეიზაჟების სერიაზე მუშაობას განაგრძობს. წერს „ხეივანს სამეფო ბაღში“, „შადრევნებს სამეფო ბაღში“. ველასკესმა შექმნა „ინფანტა მარგარიტა“-ს ექვსი პორტრეტი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება და იცვლება მარგარიტას სახე. 1959 წელს ველასკესი დაინიშნა სასახლის სახლთუხუცესად. მეფემ ველასკესი გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი. . 
      1660 წელის 6 აგვისტოს სამოც წელს გადაცილებული, განუზომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი“.
მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები ასეული წლების შემდეგაც ხედავდნენ ველასკესის ფერწერაში დიდ აზრებსა და უზარმაზარ გრძნობებს.


 

გოია

გოია ოც წელს გადაცილებული იყო, როვა ესპანეთიდან იეზუიტების განდევნამოხერხდა(ინკვიზიციის კლასიკურ ქვეყანაში ფრანგ განმანათლებელთა იდეები იჭრება , არსდება ეროვნული აკადემია. მან ხელი შეუწყო ხელოვნების ახალ აღმავლობას
.
1700 წელს კვდება უკანასკნელი ჰაბსბურგი, გონება სუსტი კარლოსი და ტახტზე ადიან ბურბონები.ოქროს საუკუნეს სცვლის რკინის საუკუნუნე. ეროვნული ხელოვნება პროკრუსტეს სარეცელზე წევს.ამ მოდუნების შემდეგ გამოდის ცეცხლოვანი ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს. სწორედ ისაა ესპანეთის მემკვიდრე.
ელ გრეკოსა და ველასკესის ქვეყანაში ძნელი იყო ბუმბერაზის სახელის მოხვეჭა.სისხლსავსე სიცოცხლის გაბედული ასახვით ნმოიხვეჭა ის გოიამ
.
სარაგოსას მახლობლად მდებარე ერთ პატარა სოფე დე ტოდოსში ფეხადგმულმა ყმაწვილმა ადრევე აირჩია ხელოვნების ეკლიანი გზა. მას ვინმე ტინესმა ასწავლა ხატვა თუმცა ვერაფერი, თუმცა ექვსი წელი აწავლიდა, რომელიც ახალ გზებს ეძებდა, ორჯერ სცადა აკადემიაში მოხვედრა, უშედეგოდ.
გოია უფრო ვენერას სცემდა თაყვანს, ვიდრე აპოლონს. მისი ტანამგზავრები სიყვარული, დუელი, შური და ხიფათი იყო.

მან რომს მიაშურა. გოია გულგრილად შესცქეროდა რაფაელის ფრესკებს, დუმილით უმზერდა მიქელანჯელოს, ზურგს აქცევდა თვით ლეონარდოს... მხოლოდ ორმა პაპმა მიიპყრო მისი ყურადღება: ინოკენტი მეათემ-ველასკესის პორტრეტმა და ბენედიქტ მეოთხემ, რომლის პორტრეტი სამ საათში დახატა თვით გოიამ. მისი დიდება რომს მოედო.მას რუსეთის ელჩი ეკატერინეს კარზე იწვევდა, მაგრამ გოიამ უარი განაცხადა.
1770-71 წლებში მოიარა რომი, ნეაპოლი, პარმა... ის სანამ სახელს მოიხვეჭდა იქამდე ის მკლავით ირჩენდა თავს. ის ტორეადორადაც კი ჩაეწერა ხართან საბრძოლველად. ჭაბუკს ბედამა გაუღიმა და პარმის აკადემიის მეორე პრემია მიიღო სურათისათვის ,, ჰანიბალი ალპებოდან დასცქერის იტალიას“.
მან ძალზე მძიმე ამოცანა დაისახა: მონასტრიდან საყვარელი ქალის წამოყვანაგადაწყვიტა და ამჯერად ქვეყნის დატოვება მოუხდა. შინ დაბრუნებულმა ცოლი შეირთო, დადინჯდა და მადრიდში გადასახლდა. მადრიში ცნობილმა ოსტატმა და სეხნიამ, ფრანსისკო ბაიუმ სამეფო, მანუფაქტურისათვის, წმ.ბარბარეს ხალიჩების ფაბრიკისათვის კარტონების დამზადება დაავალს. ეს სააპატიო შეკვეთა გზას უხსნიდა სასახლისკენ. გოიამ 43 კარტონი შეასრულა. აკადემიამ უკვე აღიარა.

1780 წელს ,, ჯვარცმისათვის“ 34 წლის ოსტატს აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. 1788 წელს ტახტზე ასული კარლოს IV, დაიახლოვა გოია. მისი დავალებით შესრულებული სურათებიდან ცნობილია ,, იუდას კოცნა“. გოიას მთელი ესპანეთი აღიარებს.
1789 წელს საფრანგეთში რევოლუვიამ იფეთქა. ტახტიდან ჩამოაგდეს და რამდენიმე წლის შემდეგ თავი მოკვეთეს ლუდოვიკო XVI. ესპანეთის მონარქეები შიშის ზარმა მოიცვა, ჯარები გააგზავნეს, ისევ რეაქცია გამეფდა. აღდა ინკვიზიცია, დააბრუნეს იეზუიტები.
გოია 43 წლისაა. ფუნჯის ტორეადორი ბორგავს, მძლავრი მონასმით ქმნის ადამიანის დიდების ამსახველ ტილოებს, მრისხანე სატირული სახეების მთელ სერიას. ესაა ოფორტები- ,,კაპრიჩოსი“ (,,კაპრიზები“, ,,ლაღი ფანტაზია“). მან ამის შემდეგ გამოაცხადა: ,, ჩემი მასწავლებლები იყვნენ ველასკესი, რემბრანტი და ბუნებაჩ. იწერება ,,ინკვიზიციის სხდომა“... გოია წინ მიიწევს. 1780 წელს ერთხმად ირჩევენ მადრიდის დე სან ფერნანდოს სახელობის ხელოვნებათა აკადემიის წევრად; 1785 წელს მისი ვიცე-დირექტორი გახდა; 1789 წელს- მადრიდის სამეფო კარის მხატვარი
;
1792 წელს გოიას მდიმე სნეულება შეეყარა. თუმცა გადარჩა, მაგრამ 46 წლისხელოვანს დაეწყო სმენის დაქვეითება, რაც თითქმის სრული დაყრუებით დამთავდა.
1795 წელს- ფერწერის კლასების დირექტორი(პრეზიდენტი); იმავე წმ.ფერნანდოს აკადემიაში, სადაც მოწაფედაც კი არ მიიღეს.
1799 წელს იღებ სამეფო კარის პირველი მხატვრის წოდებას ოფორტების დიდი სერია ,,კაპრიჩოსიჩ, გოიამ მეფეს მიართვა. მას ასეთ სურათებისათვის ტორკვემადა კოცონზე უკრავდა თავს. ინკვიზიტორებს არც ახლა ეძინათ. მეფემ ან ვერ გაიგო სურათის შინაარსი, ან დუმილი ამჯობინა.
1800 წელს შესრულდა ,, მეფე კარლო IV ოჯახი“, გენიალური ქმნილება, ,,XVIII საუკუნის გოიასშემოქმედებითი გვირგვინი“.
1808 წელს ნაპოლეონის არმია საზეიმო მარშით შევიდა მადრიდში ისე, რომთოფიც არ გაუსვრია. გაყიდული ესპანეთი საფრანგეთის იმპერატორის ფეხთით განერთხო. მომდევნო დგეებში მოხდა შეტაკება, ქუჩა-მოედნები სისხლით შეიღება.2 მაის ,ღამით, ქალაქის კედლებთან მრავალი პატრიოტი დახვრიტეს.
1814 წელს ნაპოლეონი განდევნეს, მაგრამ ტახტზე ასულმა ერდინანდ VII-მ ისევ მეამბოხეები დახვრიტა, კონსტიტუცია გააუქმა, რეაქციამ კვლავ აუშვა თავი. გოიას გული ეკუმშებოდა. მან ინახულა ბრძოლის ველი და დახატა ,,1808 წლის 2-3 მაისის დახვრეტა“. გოიას ეროვნული ტილო ახალი სიტყვაა მხატვრობის ისტორიაში, მთელი XIX საუკუნის ისტორიული მხატვრობის უდიდესი მონაპოვარია



.