Thursday, June 2, 2011

ვანქის ტაძარი



ვანქი, ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ბარათაშვილის სახელობის ხიდის მახლობლად. ვანქი გარეუბნის ფარგლებში შემავალი ლოკალური უბანი იყო. სახელი ეწოდა აქ მდგარი სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძრის ფაშა-ვანქის მიხედვით (აშენდა XIV-XVI სს-ში), შემორჩენილია XIX საუკუნის სამრეკლო.

ვანქის კომლექსი 1936-39 წწ. იქნა დანგრეული. მოიცავს. ტაძრის ნგრევა დაიწყო თბილისის საბჭოს 1935 წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ”დაკმაყოფილდეს ადგილობრივ მშრომელთა შუამდგომლობა, რომლებიც ვანქის ეკლესიის დანგრევასა და სრული საშუალო სომხური სკოლის აშენებას ითხოვენ”. 1936-38 წწ. დაანგრიეს საეკლესიო მუზეუმი და მიმდებარე სასაფლაო, პარალელურად შენდებოდა 104-ე სკოლის შენობა, 1940 წელს კი აშენდა ე.წ. ”84 ბინიანი” საცხოვრებელი სახლი ბარათაშვილისა და სანაპიროს კუთხეში და ვანქისუბანმა ჩვენთვის დღეს ცნობილი სახე მიიღო.






No comments:

Post a Comment