Saturday, June 4, 2011

პრიმიტივიზმი



პრიმიტივიზმი – ამ ტერმინს აქვს ორი მნიშვნელობა; ერთი მხრივ, ვიწრო გაგებით, აღინიშნება მხატვრობა აკადემიური ცოდნის გარეშე, ანუ შედიან თვითნასწავლი მხატვრები, ხალხის წიაღიდან გამოსული ხელოვანები და ა.შ. მეორენაირად ამას ჰქვია ნაივიზმი ანუ ნაივური ხელოვნება, ქართულად – გულუბრყვილო ხელოვნება.
ფართო მნიშვნელობით, პრიმიტივიზმი მიმდინარეობაა მოდერნისტულ ხელოვნებაში, რომელიც გულისხმობს განზრახ გამარტივებულ, ძველს მიმსგავებულ, მიამიტურ ფორმებს, თითქოს ბავშვის ნახატებს რომ წააგავს. ასეთი სტილით მხატვრები ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ იმ გულუბრყვილობას, იმ სისუფთავეს რაც მათი აზრით, ძველ დროში გააჩნდათ. ასე ბაძავდნენ გამოქვაბულის მხატვრობას, ადრე რენესანსის მხატვრებს, კერძოდ ჯოტოს. გოგენისა და ზოგიერთი პოსტიმრესიონისტებში არის პრიმიტივიზმის ნიშნები. გამომსახველობითი ფორმები იყო პრიმიტიული და ძალიან მარტივი, დარღვეული იყო ფიგურის აგება, სივრციის გამოსახვა, პერსპექტივა და ა.შ.
პრიმიტივიზმის ზოგი მიმდევარი არ იყო თვითნასწავლი, მათ გაიარეს აკადემიური სკოლა, მაგრამ შემოქმედების გზაზე სიარულისას, ჩათვალეს რომ ასე ხატვა უფრო მეტ ინდივიდუალიზმსა და საკუთარი თავის დამკვიდრება-რეალიზაციის საშუალებას მისცემდა, დაანახებდა მათ საკუთარ გზას.

No comments:

Post a Comment