Monday, June 6, 2011

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი




ვიქტორ პანჩენკო



ვიქტორ ვასილის ძე პანჩენკო დაიბადა 1949 წელს ქ. სამარყანდში (უზბეკეთი). 1970 წელს დაამთავრა ტაშკენტის პ. ბენკოვის სახ. სამხატვრო სკოლა (ფერწერის განხრით), 1975 წელს – ტაშკენტის კონსერვატორია (სადირიჟორო ფაკულტეტი). 30 წელია რაც მხატვრობას მისდევს. თავის სურათებში ცდილობს მოახდინოს ორი საწყისის – მარადიულისა და წამიერის შერწყმა. სურათების სიუჟეტი წარმოადგენს გამოგონილისა და განცდილის ასოციაციათა ნაერთს.
მხატვრის უმთავრესი გამოფენებია:
გამოფენა “უზბეკეთის ფერწერა” – 1991 წ. დელი, კალკუტა;
პერსონალური გამოფენა ხელოვანთა ცენტრალურ სახლში – 1993 წ. მოსკოვი;
კამერული აკვარელის ბიენალე – 1996 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 1997 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 1999 წ. სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმი, უკრაინა;
პერსონალური გამოფენა – 2000 წ. მერია, პრაღა, ჩეხეთი;
პერსონალური გამოფენა – 2006 წ. გალერეა მწვანე პირამიდა, სევასტოპოლი, უკრაინა;
2003 წლიდან იუნესკოს საერთაშორისო სამხატვრო ფონდის წევრია. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. სიმფეროპოლში, უკრაინა




ჯოვანი ბელინი

ბიოგრაფია
ჯოვანი ბელინი
(1430–1516)
ისტორიას არ გააჩნია სარწმუნო წყარო დამამტკიცებელი
ჯოვანი ბელინის დაბადების ადგილის და თარიღთან დაკავშირებით.
ნავარაუდებია, რომ იგი დაიბადა 1430 წელს. მის მშობლიურ ქალაქად
მიჩნეულია ვენეცია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბელინის გვარის
წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ
ვენეციაში., მაგრამ დაიბადა თუ არა იგი ზუსტად ვენეციაში ეს არავინ
იცის. პირველი დოკუმენტალური მოხსენიება ბელინიზე მიეკუთვნება
1459 წელს, როდესაც მხატვარი უკვე საკმაოდ მოზრდილი პიროვნება
იყო. ამას გარდა ცნობილია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც
გარდაიცვალა (1516) ჯოვანი ბელინი უბრალოდ მოხუცი კი არა
ღრმად მოხუცებული იყო

.

ჯორჯო ვაზარი, ავტორი “გამოჩენილი მხატვრების ცხოვრებისა“,
გამოსული 1550 წელს მოწმობს, რომ ჯოვანი ბელინი გარდაიცვალა
დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის ასაკში. ბოლომდე რა თქმა უნდა
ვერ მივენდობით ვაზარის – მან იცოდა ვენეციელ მხატვრებზე უფრო
ცოტა რამ, ვიდრე რომში მცხოვრებ მხატვრებზე. იგი ასევე ამტკიცებს,
რომ ჯოვანი უფროსი იყო მის ძმაზე (ასევე გამოჩენილი მხატვარი
ჯენტილე ბელინი), მაგრამ შემონახული ზოგიერთი დოკუმენტები
მოწმობენ, რომ სწორედ ჯენტილეს ეკუთვნოდა უფროსობა. ერთი
სიტყვით დიდი ხნის დავის შემდეგ მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ
ჯოვანი ბელინი დაიბადა 1430 წელს. შესაბამისად ვაზარი შეცდა
თავის გამოთვლებში დაახლოვებით ოთხ წელში, რაც ისტორიის
მასშტაბისთვის ძალიან ცოტაა.

ჯენტილე და ჯოვანი ბელინები იყვნენ იაკოპო ბელინის ვაჟები.
იაკოპო ბელინი(1400–1470) ითვლებოდა თავისი დროის საუკეთესო
ვენეციელ მხატვრად. მას ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი და ერთი
ქალიშვილი, რომელიც 1453 წელს ცოლად გაჰყვა მხატვარ ანდრე
მანტენის, ვისთანაც ჯოვანი და ჯენტილე ეუფლებოდნენ სამხატვრო
ხელოვნებას.

ცნობილია, რომ ჯოვანის ჰყავდა მეუღლე სახელად ჯინევრა –
პირველად მასზე დოკუმენტებში მოხსენიებულია 1485 წელს
მის ანდერძთან დაკავშირებით. იგი გარდაიცვალა 1498 წელს.
თუ დავეყრდნობით ერთერთ წყაროს ჯოვანი ბელინი დაქორწინდა
მეორედ. ამ ქალს ერქვა მარია და ანდერძში იგი იხსენიებს მის
თავს, როგორც ჯიოვანი ბელინის ქვრივი.

მხატვრის ხასიათთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ცოტა რამ
ვთქვათ ალბერტ დიურერის წერილებზე დაყრდნობით, რომელსაც
ბელინი შეხვდა 1506 წელს. დიურერი საუბრობს ბელინიზე აღმატებულ
ხარისხში, რაც გასაგებიცაა – ის, ხომ პატივისცემით ეპყრობა
გერმანიიდან ჩამოსულ მოძმეს. უფრო მეტიც მან დიურერს გაანდო
მხატვრობის ხელოვნების საიდუმლოებები. გარედან ბელინის ცხოვრება
გამოიყურება, როგორც წყნარი და ცოტა მოსაწყენიც კი. მხატვარი
ნელ–ნელა მიდიოდა დიდებისკენ, მას არ უყვარდა სახლიდან გასვლა
და იშვიათად ტოვებდა ვენეციას.

1470 წლების შუალედში ანტონელა დე მესინას გავლენით ბელინიმ
დაიწყო ზეთის საღებავების გამოყენება. მესინა იყო პიონერი ზეთის
საღებავების გამოყენების ხელოვნებაში.
ოფიციალური აღიარება ჯოვანი ბელინიმ მიიღო 1479 წელს, როდესაც
შექმნა პირველი ნამუშევრები დოჟეს სასახლისათვის. სამწუხაროდ
მთლიანი სერია ვენეციის ისტორიის სურათისა განადგურდა ხანძრის
დროს 1577 წელს, როდესაც დოჟეს სასახლე მთლიანად დაიწვა.
ამ დროიდან დაიწყო ბელინიმ სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობა.
ძირითადად ბელინი შეკვეთებს იღებდა კერძო პირებიდან და
ადგილობრივი ეკლესიებიდან.

ბელინი შორეულ შეკვეთებზე ყოველთვის უარს ამბობდა: მაგალითად
მხოლოდ დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ მან დაუთმო იზაბელა
დესტეს დაშექმნა ტილო მისი სასახლისათვის მანტუაში. შემკვეთს
აღმოაჩნდა წარმოუდგენელი მოთმინება – პირველი თხოვნა
თანამშრომლობაზე იზაბელმა გაუგზავნა 1496 წელს, ხოლო იგი ამ
წინადადებას მხოლოდ 1501 წელს დათანხმდა.

იზაბელს სურდა ჰქონოდა ბელინის ნამუშევრები თავისი სასახლისათვის
მანტუაში. ტერმინი “სტუდიოლო“ ნიშნავს პატარა ოთახს სადაც იმ
დროის არისტოკრატები – ინტელექტუალები ინახავდნენ ყველაზე
ძვირადღირებულ “კულტურულ ღირებულებებს“. იზაბელა ცდილობდა
თავისი “სტუდიოლო“– სთვის შეეძინა საუკეთესო მხატვრების ნამუშევრები.
მან ჰონორარის გადახდა წინასწარ მოინდომა. 1505 წელს მან კვლავ
მიმართა ბელინის – ანტიკური ტილოს შექმნის თხოვნით, მაგრამ მან ამ
თხოვნაზე მაშინვე მიიღო უარი.

1506 წელს როდესაც ალბრეხტ დიურერი ეწვია ვენეციას ბელინი
დაახასიათა, როგორც “მოხუცი, მაგრამ ცოცხალთა შორის საუკეთესო
მხატვარი“. ბელინიმ ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნა საღი გონება
და ძლიერი ხელი. 1514 წელს, ჯოვანი ბელინიმ შეასრულა ნახატი
“ღმერთების ნადიმი“, უკვე ხსენებული იზაბელა დესტეს ძმისთვის.
როგორც ტილოს სახელიდან გამომდინარეობს ნახატი მკრეხელური
შინაარსისაა, მაგრამ ამას მოხუცი მხატვარი, რომელიც მთელი
სიცოცხლის მანძილზე რელიგიურ თემებზე ქმნიდა ნახატებს არ
შეუწუხებია, შესაძლოა ეს სიუჟეტი მოხუც მხატვარს საინტერესოდ
მოეჩვენა, რაც მისი გონების გასაოცარ სიმკვირცხლეზე მიუთითებს.

ბელინი გარდაიცვალა ვენეციაში 1516 წელის ნოემბერს, დაახლოვებით
85 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს დიდი პატივით, შესაფერისად მისი
სტატუსისა: “ოფიციალურად ვენეციის რესპუბლიკის მხატვარი.“

რუბენსი


რუბენსი პეტერ პაულიფლამენდელიფერმწერი იყოიგიდაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდანრუბენსი ანტგერპენში ცხოვრობდასადაც მრავალმხრივიჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერასსწავლობდა პეიჟასტ ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაშიგაატარაუმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზეიყო რომში,ვენეციასა და გენუაშისწავლობდა მიქელ-ანჯელოს,რაფაელისტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებასმისიმდროინდელი მხატვრობას.

იშვიათად ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსადა მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში.ანტვერპენში დამკვისრების შემდეგ პირველ ხანებშიასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრირომლებშიც მისმახელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი დაანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალისილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენენები”,გარნდიოზული დეკორაციები, კომპოზიციებირომლებიცშესრულებული იყო ევროპაშისხვა და სხვა ქვეყნისუმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით;კარტონები ხალიჩებისათვისრომლებზეც გამოსახული იყოსცენები სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდანუზარმაზარისურათები ანტერპენის იეზუიტების ამსახველი კანოებილიქსემბურგის სასახლისთვისგარეგნული ბრწყინვალებითაღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 20ბოლოს ფლამანდრიის მტავრობის დავალებით რუბენსმართული დიპლომატიური მისია შეასრულაიყოესპანეთში(1628) ინგლიში (1629-30)-ყველგან განსაკუთრებულიპატივისცემითა და დიდებით ხვდებოდნენ.

1626 გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 შეირთომდიდარი ვაჭრის ქალიშვილიახალგაზრდა ელენ ფურმანი.რუბენსის სახელმაც ბოლო წლების შემოქმედებაშიგაიბრწყინაამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურსამსახურსსასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონემხატვრობას მიუძღვნაეს მისი შემოქმედების უმაღლესიგაფურჩქვნის ხანააყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს,პეიზაჟებსმითოლოგიებსსცენებებს თვითონ ასრულებდა.ელენ ფურმანს ხატავდა ხან შვილებთან ერთადხან ცალკე,ხანაც მითოლოგიურ და სარწმუნოებრივი სცენებისმონაწილედ.

ამ დროინდელი პორტრეტებიგანსაკუთრებით მხატვრისმახლობელ პირებსმოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფროთბილი და ღრმაა დახასიათების მხრივბოლო წლებსმიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟებისუმეტესობამხიარულებითა და სიხალისით აღსავსესურათებირომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლისცხოვრებიდანმით პერსონაჟები და სხვადიდი მხატვრულიღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა დანახატებსრუბენსის შემოქმედებას დიდის შემოქმედებაჰქონდა შემდგომი მთელი ევროპის ფერწერისგანვითარებისათვის. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30მაისსანტვერპენში.