Saturday, May 28, 2011

street art part3


street art-ი არის ასე ვთქვათ ქუჩის ხელოვნება
ნახატები სრულდება კედელზე ასფალტზე და აშ დანარჩენი თქვენ შეაფასეთ





ესტამპი

სტამპი (ფრანგ. estampe < estamper - ანაბეჭდის ამოღება), დაზგური ბეჭდვითი გრაფიკის ნაწარმოები, ნახატის ანაბეჭდი ქაღალდზე (ზოგჯერ პერგამენტზე ან ქსოვილზე). ესტამპის ყველაზე გავრცელებული სახეობებია გრავიურა და ლითოგრაფია. ფოტორეპროდიქციისაგან განსხვავებით ესტამპი იბეჭდება საანაბეჭდო ფორმიდან, რომელსაც მხატვარი, გრავიორი ან ლითოგრაფი ამზადებს.

პოსტერი


პოსტერი - ნაბეჭდი ტიპის სხვადასხვა ზომის მქონე ნაწარმი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად. როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს. ამასთან, პოსტერი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გრაფიკული ან ტექსტური მასალისგან შედგებოდეს. პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ. მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და გადატანითი მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად. პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის, რაც, თავისთავად, მყიდველს უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე ნახატის ორიგინალის შეძენა. პოსტერების კიდევ ერთი დანიშნულება საგანმანათლებლო მიზანიც არის.
ბევრი ადამიანი აგროვებს პოსტერებს, რომელთა გარკვეული ნიმუშები საკმაოდ იშვიათი და ფასეულიც არის - ასეთები ხშირად ჩასმულია სპეციალურ ჩარჩოებში.


ვენის კლასიკური სკოლა


XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.
ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა გააერთიანეს მრავალი მანამდელი ჟანრი, ფოლკლორული მუსიკიდან მოყოლებული ბაროკოს პოლიფონიამდე; გაერთიანდა მრავალი გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა; იხვეწება მრავალი ჟანრი. ყალიბდება სონატური-სიმფონიური ფორმა — სამ-ოთხ ნაწილიანი ფორმა, რომელიც თითქმის ყველა ხელოვნების დარგში გამოიყენება. პირველი ნაწილი არის სონატური ფორმის, მას ხშირად სონატურ ალეგროს უწოდებენ. ის კონტრასტულობის პრინციპს ეფუძნება, ეს გამოიხატება არა ნაწილებს შორის, არამედ თავად ნაწილებშიც. ციკლის მეორე ნაწილი ნელია. ის ან არის ვარიაციული ფორმის, ან რთული სამნაწილიანი კონტრასტული შუა ნაწილით. მესამე არის "მენუეტი". ის ყველაზე ახლოსაა ყოფაში გავრცელებულ მუსიკალურ ჟანრებთან. მენუეტი, როგორც წესი, იწერება რთული სამნაწილიანი ფორმით, რომლის შუა ნაწილია ტრიო. ტრიოს ბოლოში არის ნიშანი D. C.- da capo, რაც პირველი ნაწილის უცვლელი სახით გამეორებას ნიშნავს. მეოთხე ნაწილი, ფინალი, აჯამებს მთელ სონატურ-სიმფონიურ ციკლს. ფინალი, როგორც წესი, ჩქარ ტემპში იწერება, ფორმა კი განსხვავებულია. ხშირად ესაა რონდო, სადაც მუდამ ბრუნდება მთავარი თემა — რეფრენი, მას ენაცვლება განსხვავებული ეპიზოდები. ზოგჯერ ფინალი სონატური ფორმით იწერება, ზოგჯერ კი რონდო-სონატურით, რომელშიც შერწყმულია რონდის და სონატური ფორმის ნიშნები.
ი. ს. ბახის შვილის კარლ ფილიპ ემანუელ ბახის შემოქმედებამ, დიდი როლი ითამაშა ჰაიდნის შემოქმედებრივი ცხოვრების განვითარებაზე. მოცარტი თავის მრავალრიცხოვან მოგზაურობებში ეცნობოდა მნიშვნელოვან ადამიანებს, ი.ს. ბახს, რომელმაც მოცარტს იტალიური ოპერა და მანჰაიმის სკოლა გააცნო. აგრეთვე იგი იცნობდა ჰენდელისა და ი.ს. ბახის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს. მოგვიანებით მოცარტის და ჰაიდნის შემოქმედებას ეცნობა ბეთჰოვენი, რაც დიდ გავლენას ახდენს მასზე.


ბარბიზონის სკოლა


ბარბიზონის სკოლა, XIX საუკუნის 30-60-იანი წლების რეალისტური პეიზაჟის ფრანგ მხატვართა ჯგუფი. სახელწოდება მიიღო ფონტენბლოს ტყესთან (პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მდებარე სოფ. ბარბიზონისაგან (Barbizon), სადაც დიდხანს მუშაობდა ჯგუფში შემავალი ზოგიერთი მხატვარი ("ბარბიზონელები"). ბარბიზონის გარდა, ამ სკოლის მხატვრები მუშაობდნენ ილ-დე-ფრანსის, ნორმანდიის, ბურგუნდიის და სხვა რაიონებში.