Saturday, June 4, 2011

neon art






















ლუიჯი პრემაცი











მიხაი ზიჩი



უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი მიხაი ზიჩი (უნგრ. Mihხly Zichy) დაიბადა 1827 წლის 15 ოქტომბერს, სოფ. ზალაში (უნგრეთი). უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელო მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც პეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი
                               ქართველი კანვოელები, ცენტრში ილიკო წერეთელი, მიხაი ზიჩის ნახატი, 1856 წ
1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი. 1874-1881 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1875-1880 წლებში იყო პარიზის უნგრელთა ურთიერთდახმარების საზოგადოების ტავმჯდომარე. 1881-1882 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში, 1883-1906 წლებში კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრეთის რევოლუციას. იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს.
                                                           კავკასიური სცენები, 1852 წ.
ნიკოლოზ ჩერნიშევსკის გავლენით მხატვარმა (რომანი “რა ვაკეთოთ”) შექმნა რამდენიმე სურათი (“ქუჩაზე მოსეირნე წყვილები”, “ვაჭრის ოჯახი” და სხვა). განსაკუთრებით საინტერესოა 80-იან წლებში შექმნილი ეტიუდი “ციმბირის ტყვე”, სადაც გამოსახულია ჩერნიშევსკი პატიმრობის დროს. ზიჩის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონე. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “კუბოს ტავის დაჭედვა”, “გარდამოხსნა” (ორივე 1845), “კავკასიის სცენები” (ლითოგრაფია, გამოიცა 1852), “ბოროტი სულის ზეიმი” (1878, ბუდაპეშტის ეროვნული გალერეა); განსაკუთრებით მუშობდა მხატვარი წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა იმრე მადაჩის “ადამიანური ტრაგედია”, მიხეილ ლერმონტოვის “დემონი” (“თამარი კუბოში”, პუშკინის სახლ-მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა).
                                        თამარი და დემონი – მ. ლერმონტოვის დემონის ილუსტრაცია
1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), “ვეფხისტყაოსნის” საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზიჩიმ ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა – “ქართველი ქალის პორტრეტი” (1874, კერძო კუთვნილება), “იკორთის მონსტერი” (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვა.
მიხაი ზიჩი გარდაიცვალა 1906 წლის 28 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ბუდაპეშტში.

პრიმიტივიზმი



პრიმიტივიზმი – ამ ტერმინს აქვს ორი მნიშვნელობა; ერთი მხრივ, ვიწრო გაგებით, აღინიშნება მხატვრობა აკადემიური ცოდნის გარეშე, ანუ შედიან თვითნასწავლი მხატვრები, ხალხის წიაღიდან გამოსული ხელოვანები და ა.შ. მეორენაირად ამას ჰქვია ნაივიზმი ანუ ნაივური ხელოვნება, ქართულად – გულუბრყვილო ხელოვნება.
ფართო მნიშვნელობით, პრიმიტივიზმი მიმდინარეობაა მოდერნისტულ ხელოვნებაში, რომელიც გულისხმობს განზრახ გამარტივებულ, ძველს მიმსგავებულ, მიამიტურ ფორმებს, თითქოს ბავშვის ნახატებს რომ წააგავს. ასეთი სტილით მხატვრები ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ იმ გულუბრყვილობას, იმ სისუფთავეს რაც მათი აზრით, ძველ დროში გააჩნდათ. ასე ბაძავდნენ გამოქვაბულის მხატვრობას, ადრე რენესანსის მხატვრებს, კერძოდ ჯოტოს. გოგენისა და ზოგიერთი პოსტიმრესიონისტებში არის პრიმიტივიზმის ნიშნები. გამომსახველობითი ფორმები იყო პრიმიტიული და ძალიან მარტივი, დარღვეული იყო ფიგურის აგება, სივრციის გამოსახვა, პერსპექტივა და ა.შ.
პრიმიტივიზმის ზოგი მიმდევარი არ იყო თვითნასწავლი, მათ გაიარეს აკადემიური სკოლა, მაგრამ შემოქმედების გზაზე სიარულისას, ჩათვალეს რომ ასე ხატვა უფრო მეტ ინდივიდუალიზმსა და საკუთარი თავის დამკვიდრება-რეალიზაციის საშუალებას მისცემდა, დაანახებდა მათ საკუთარ გზას.