Sunday, July 10, 2011

ლადო გუდიაშვილი

                                                               ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში. გუდიაშვილების გვარი წარმოშობით მთიულეთიდანაა. მშობლები მთიელები იყვნენ. მამა – დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა – ელისაბედი – ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.

დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟის – ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.

,,ჩემმა ბავშოვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”.
მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი…

მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას, მაგრამ როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა.
,,კარის ექიმმაც არ დააყოვნა და ,,განაჩენი” გამოუტანა – ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.
იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში.
მასპინძელს გაესაუბრებოდა, ჭიქა ღვინოს გადაჰკრავდა და გამხიარულებული ბრუნდებოდა საკუთარ ბინაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს, ნორჩი მხატვრის ნამუშევრებში ინდივიდუალური ხელწერა და სიახლისადმი ლტოლვა აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, პათეტიკური ტონით წამოიძახა: – ,,ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება!” ზომერის ,,ვერდიქტი” ოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.

1910 წლის აგვისტოში ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც თბილისში დაარსა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელმა კავკასიის საზოგადოებამ. ლადო გუდიაშვილი თავის „მოგონებების წიგნში“ წერდა: „სამხატვრო სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გელათში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანეს: როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა: ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან რომ ჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე.“ გელათის ტაძარში განცდილი ემოცია წუთიერი აფექტი არ ყოფილა, ლადო გულმოდგინედ შეუდგა ძველი ტაძრების არქიტექტურისა და ფრესკული ხელოვნების შესწავლას. მცხეთაში რომ ევლო, ველოსიპედი იყიდა და ყოველ დღე ოცდაერთ კილომეტრს გადიოდა. ერთხელ ქარმა გზიდანაც გადააგდო და ხელი იტკინა.
1914 წელს ლადომ დაამთავრა ფერწერისა და ქანდაკების სკოლა პირველი ხარისხის დიპლომით. მას მიანიჭეს მხატვარ-პედაგოგის წოდება და იმავე წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად (1914-1919).
პედაგოგობის პარალელურად ლადო დიდი გატაცებით შეუდგა შემოქმედებით მუშაობას. პირველი ნახატები 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“. 1915 წელს მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოება” და ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების აღწერას, შეგროვებასა და ფრესკების ასლების გაკეთებას მიჰყვეს ხელი. იმავე წელს შეხვდა გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს და საზოგადოებისგან გაგზავნილი დახმარება გადასცა.
გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო.

ერთხელ ცისფერყანწელებს ლადო გუდიაშვილისთვის უთხოვიათ, ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. ლადოს ნიამორები დაუხატავს და მიუტანია. მხატვარს ჟურნალის რედაქტორისთვის, ვალერიან გაფრინდაშვილისთვის, უთქვამს, ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ ისინი და ძალიან გთხოვთ, თქვენს ჟურნალსაც „მეოცნებე ნიამორები“ დაარქვითო. ასე გახდა ჟურნალის ნათლია ლადო გუდიაშვილი. ცისფერყანწელები კი სამუდამოდ დარჩნენ მეოცნებე, სივრცეში მონავარდე ადამიანებად.
1917-19 წლებში ლადო გუდიაშვილმა შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან: “სტეპკოს დუქანი”, “ქრისტინე”, “კინტოების ქეიფი ქალთან”. 1917 წელს თბილისში მოხატა ძველი კაფე “ფანტასტიკური დუქანი”. 1919 წელს ხუთ მხატვართან ერთად მონაწილეობდა „ცისფერყანწელთა“ საყვარელი კაფე “ქიმერიონის” მოხატვაში.
ამავე წლებში ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” სამ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, ამის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციაში, 1917 წელს კი სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნის, არხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ექსპედიციებში ლადო გუდიაშვილი ეცნობოდა ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. „ამ ფრესკებმა საკუთარი თავი მაპოვნინეს.“ – იგონებდა მხატვარი. „ლადო ფრესკებისათვის იყო დაბადებული, ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში, წონასწორობასაც კი ჰკარგავდა.“ – მოგვიანებით წერდა მხატვრის მეუღლე ნინო გუდიაშვილი.
ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს თბილისში, დიდების ტაძარში (ახლანდელი სურათების გალერეა) მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით გაეგზავნათ პარიზში. გამოფენაზე ლადოს 78 ნახატი და სურათი გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ბოჰემური ყოფის ამსახველი სურათები და საქართველოს წარსულით შთაგონებილი ლეგენდები და სიუჟეტები: “თბილისის აღმოჩენა”, “ქალი მზეთამზე”, “თევზი ცოცხალი”, “ხაში”, “ძმა-ბიჭების ქეიფი”.
გადაწყდა საზღვარგარეთ გაეგზავნათ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. 1919 წელს ნახევრად სამგზავრო და ნახევრად სატვირთო იტალიური გემით “ფრანს ჟოზეფ” ლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთს გაემგზავრა, სადაც 1926 წლამდე დაჰყო. მათ თვე-ნახევარი დაჰყვეს ერთად რომში, სადაც მოინახულეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ვაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინა… მან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამ… ვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, მაგრამ ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოს… გამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი…
იმ წლებში პარიზში ქართველ მხატვართა მცირე კოლონია შეიქმნა. ლადოს და დავით კაკაბაძის გარდა პარიზში იმყოფებოდნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. სულ ადრე გარდაცვლილი შალვა ქიქოძის გამოკლებით, ყველანი დაურუნდნენ სამშობლოს და ყველამ თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს ახალი ქართული ხელოვნების განვითარებაში.

ლადო პარიზში სწავლობდა რონსონის ე.წ. “თავისუფალ აკადემიაში”, დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. ლადო პარიზში განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს.
პარიზში ყოფნისას მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა..
ზეიმის შემდეგ, კაფე “როტონდაში” შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძვნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს..
მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს.
- ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვე – თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები. რომლებმაც დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე,
რომ მის წინ ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.
1920 წელს, “საშემოდგომო სალონში” მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა – ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანი “კინტოების ქეიფი” – ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.
გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა სურათი შეეფასებინა. სიხარულისაგან მხატვარმა ცრემლების “ბურთი” ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა:
- ,,მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი?, ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს…
მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია.
- ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა.
როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: ,,მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ…
1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის “ლა ლიკორნის” გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას – დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.

მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო.
“საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე!” – აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოსწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.
სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა – პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგ – მამასისხლად ყიდდა…
ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს როცა იწყება თქვენი აღიარება, თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ ამაღლდეთ დარჩით”.
ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,,მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს, მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს”.
1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში. ,,მახსოვს, – იგონებს ლადო, – როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები.. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა რომ სუნთქვა შემეკრა.. ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი”.
პარიზიდან დაბრუნებულს დახვდა სხვა სინამდვილე, გაწითლებული სამშობლო, სადაც “სოციალისტური რეალიზმის” დროშა ფრიალებდა, რაც მისთვის, როგორც თავისუფალი ხელოვანისათვის მიუღებელი უყო. ახალი სამყარო მისგან მოითხოვდა არა ძველი თბილისის ბოჰემურ სურათებს, არამედ სხვა თემებსა და სახეებს, გამომსახველობის სხვა ფორმებს. „გუდიაშვილის სურათებში ტრაგიკული განწყობილებაა, რომელიც შეუძლებელია საბჭოთა ნიადაგზე აღმოცენდეს“. – ამგვარ დასკვნებს წერდნენ „ხელოვნებათმცოდნენი“, მოითხოვნენ, ახალი ცხოვრებისათვის გაეღო ხარკი. არ მოუწონეს „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება.
1926-1932 წლებში ლადო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორის ხარისხით, სადაც ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას. 1927 წელს ლ. გუდიაშვილი უკავშირდება კოტე მარჯანიშვილს და მის თეატრში აფორმებს არაერთ სპექტაკლს (“მზეთამზე”, “არსენას ლექსი”).
სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობის შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა..
ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცეთ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა – მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო.
მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელაია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ? , – იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძელისგან,- უპასუხა თამადამ.
სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს…
ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ…
ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ – მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი.
ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდა – როგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა ენახა იგი და გამოეთქვა აზრი ნინო გუდიაშვილი გახლდათ…
ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთას ეწვია. საღამო ხანი იყო, ეკლესიის შესასვლელთან ლადო ახალგაზრდა მეგობარს ესაუბრებოდა. მათ უცნობი წყვილი მიუახლოვდა, მისალმების შემდეგ, ფრან ცოლ-ქმარს ლადომ ეკლესია დაათვალიერებინა. გაკვირვებული ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენ… გამოთხოვებისას მამაკაცმა ლადოს ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, – გვითხრეს და ხომ არ გაგიგიათ რით დაიღუპა?” ლადომ უცხოელს გაუღიმა და უთხრა – განა ყველა ნათქვამი დაიჯერება?! ის მხატვარი – გუდიაშვილი მე გახლავართო…
ხელოვანს მიაჩნდა რომ ყველაზე მეტი რამ მონუმენტური ფრესკული მხატვრობიდან ისწავლა. ჰქონდა უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნისა და ტილოზე გადმოცემისა. დასვენების დროს, შრომა ენატრებოდა. თოვლი არასოდეს დაუხატავს რადგან ცივიაო… მზის დახატვას გაურბოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე თვითონ ნახატში უნდა იგრძნობოდეს… მართლაც მხატვრის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს…
1946 წელს კათალიკოს-პატრირქმა კალისტრატემ გადაწყვიტა, ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარი მოეხატათ. ამის თაობაზე თხოვნით მიმართა მხატვართა კავშირსაც და ლადო გუდიაშვილსაც. ორივე მხრიდან თანხმობა მიიღო. გუდიაშვილი ასე იგონებდა იმ პერიოდს: „მე გადავწყვიტე, ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენსკენ, მიწისაკენ. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესით – ცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა, ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს… ხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან.“
ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა, მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა. „კეთილისმყოფელნი“ თავიდავნე არწმუნებდნენ, უარი ეთქვა ამ საქმეზე. მოშურნენიც გამოცოცხლდნენ და უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. საპატრიარქო და მრევლიც დაეჭვდა, წმინდანთა სახეები ტრადიციულ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა, მხატვარს ურწმუნოება და ღვთის გმობა დასწამეს. ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს.

უარყოფილი მხატვარი თითქმის ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით 1957 წელს 12 მაისს თბილისში დიდი ექსპოზიციის გახსნა დაიგეგმა. კატალოგი დაიბეჭდა, სამხატრო გალერეაში ტილოები განათავსეს, მაგრამ რომელიღაც „ჩინოვნიკმა“ გადაწყვიტა, გამოფენა აღარ გაეხსნათ. ხმა უცებ გავრცელდა, გამოფენა აკრძალეს და ნახატები უნდა გაიტანონო. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მთელი ღამე საგამოფენო დარბაზთან გაატარა, დილით უკვე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იძულებულნი გახდნენ, დარბაზის კარი გაეღოთ. საზოგადოებამ უპრეცენდენტო მასშტაბის, 835 ნახატი იხილა. ოფიციალური გახსნა 14 მაისის საღამოსღა მოეწყო, მხატვარს ოვაცია ქუჩაშივე გაუმართეს. ამ გამოფენას მოჰყვა ლადო გუდიაშვილის საყოველთაო აღიარება და სიყვარული.
“…საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება, როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ ბოროტი სჯობნის სიკეთეს”… – წერდა ლადო გუდიაშვილი “მოგონებათა წიგნში”.
გუდიაშვილის გამოფენამ ბევრი ახალგაზრდის ესთეტიურ სამყაროში ზღვარი გაავლო. მათ პირველად ნახეს „საბჭოთა მხატვრის“ ნამუშევრები, რომელზეც ჩაის ბუჩქი და ქარხანა არ იყო გამოხატული, ფოტოგრაფიული პორტრეტის ნაცვლად ადამიანი, ზოგჯერ ნახევრად შიშველი სხეული ეხატა. „არ მინახავს მანამდე რომელსამე გამოფენაზე ასეთი მღელვარე, შეიძლება ითქვას, აღგზნებული განწყობილება. ყოველი სურათის წინ იდგნენ, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, განიცდიდნენ.“ – წერდა ვახტანგ ბერიძე. შემდეგ გამოფენა მოსკოვშიც გადაიტანეს. გუდიაშვილი მაინც ვერ ასცდა კრიტიკოსთა მახვილს, „მისტიკოს“ და „ეროტომან“ მხატვრად მონათლეს.
ლადო გუდიაშვილის როგორც შემოქმედის წარმატების მიზეზი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყაროა. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ, „ზღაპრულ“ განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან გროტესკულს. გუდიაშვილს ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფომის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლენას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ.
შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველელი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონოდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით, საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს (“კინტოების ქეიფი ქალთან”, 1919; “მოქეიფენი ეტლში”, “თევზი ცოცხალი”, “სადღეგრძელო გარიჟრაჟზე”, სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “ნადირობა”, 1920, მხატვრის სახელოსნო; “იდილია”, 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; “ქალი კლდეებში”, 1923, მხატვრის სახელოსნო; “ირმის ტბის პირას”, 1923, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველობას აღწევს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული (“ლეგენდა თბილისის დაარსებაზე”, 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; “ყეენობა თბილისში”, 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “საკადრისი პასუხი”, 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა). თანამედროვე საქართევლოს ცხოვრება (“კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება”, 1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; “სიმღერა მშვიდობაზე”, 1951, კურორტ მენჯის კულტსახლი და სხვა), ისტორიულ პირთა და ტანამედროვეთე პორტრეტები ["ნიკო ფიროსმანაშვილი", 1928, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1941; "ბექა და ბეშქენ ოპიზარები", 1946; ორივე მხატვრის სახელოსნო; "თამარ ციციშვილი", 1940, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნინო გუდიაშვილი" (მხატვრის მეუღლე), 1937, მხატვრის სახელოსნო; "აკადემიკოსი დ. უზნაძე", 1945, კერძო კუთვნილება; "ნათელა ახვლედიანი", 1941, კერძო კუთვნილება; და სხვა]. ადამიანის ნათელი და ბნელი საწყისების ამსახველი ჟანრული სცენები (“ბოროტი ოჯახი”, 1929; “ფლიდი ცოლი”, 1944; “ახალი და ძველი”, 1932; “ვეფხის მკურნალი”, 1934; ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). გუდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელობანი ადგილი უჭირავს მშვენიერების ტემას, რომელსაც იგი დიდი სითბოთი და პოეტური აღფთოვანებით გადმოგვცემს (“მაია სატრფოს მოლოდინში”, 1940; “საქორწინო განბანა”, 1942; “ეთერი სარკის წინ”, 1940; სამივე მხატვრის სახელოსნო; “გოგონები საყვარელ ნაკადულთან”, 1943, კერძო კუთვნილება, და სხვა). განმსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფ. სერია (“საზიზღარი ქვეწარმავალნი”, 1942; ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა”, 1943; “აგრესორის ულტიმატუმი”, 1942, ყველა მხატვრის სახელოსნო). სხვა გრაფიკულ სერიაში ალეგორიული და სიმბოლური სახეებით არის გაკიცხული ადამიანის ბოროტება (“ტვინის ჭყლეტა”, “მცდარი მისამართი”, 1955, “თავმოკვეთილი მეუღლე”, “ფუჭი დიდების აღსასრული”, “სილამაზის მესაფლავენი”, 1941, ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). ქართველ მხატვართაგან გუდიაშვილმა პირველმა დაასურათა (XVII ს. მინიატურების შემდეგ) და გრაფიკულად გააფორმა “ვეფხისტყაოსანი” (1934); მას ეკუთვნის ილუსტრაციები სულხან–საბა ორბელიანის წიგნის “სიბრძნე სიცრუისა”. 1939–1960 გუდიაშვილმა დაასურათა ქართველ და უცხოელ მწერალთა მრავალი წიგნი.
მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი და დასრულებული კომპოზიციით, დეკორაციულობითა და ზოგჯერ ორნამეტულობით, ხაზის განსაკუთრებული სიფაქიზით. ფერწერის მანერამ გარკვეული ევოლუცია განიცადა – ადრინდელ სურათების გლუვი ფერწერა უფრო გვიან პასტოზურმა შეცვალა, გაჩნდა სპეციფ. “ფერწერულობა”.
გუდიაშვილის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში. თანდათან ხელისუფლებასაც მოუბრუნდა გული, 1958 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ, და ხოლო 1972 სსრკ სახალხო მხატვარის წოდება, 1976 წელს დააჯილდოვეს სოციალისტური შრომის გმირის ორდენით, აგრეთვე 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის, “საპატიო ნიშნის” ორდენებითა და მედლებით. 1965 წელს, ბოლო ორი წლის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებისათვის, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1979 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლადო გუდიაშვილი გარდაიცვალა 84 წლის, 1980 წლის ივლისში. დაკრძალულია მწერალთა და სზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

აფციაური გიორგი






Sunday, June 26, 2011

კრანახი

 
1953 წლის 16 ოქტომბერს შესრულდა 400 წელი გამოჩენილი წამყვანი საქსონიელი მხატვრის ლუკა კრანახის, რომელი მე-16-ე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. მხატვრის იუბილეზე გერმანიაში, რომელიც მიმდინარეობდა ვიტენბერგში და ვეიმარში, მონაწილეობას ღებულობდნენ საბჭოთა კავშირიდანაც, კერძოდ ლენინგრადიდან ერმიტრაუის დირექტორი.

    კრანახი იყო იმ დროის გამოკვეთილი ფიგურა როგორც მხატვარი და როგორც ადამიანი სოციალურ საკითხებში.  ლუკა კრანახი დაიბადა 1472 წელს, ასევე გამოჩენილ ან მხატვრის ანდა ბუნებათმწერის ოჯახში, ქალაქ ბავარიის მახლობლად ერთ პატარა სოფელში. მამამისი გვარად ან ზუნდერი ან მიულერი იყო, რომელიც არ არის ზუსტად დადგენილი. ასევე დაზუსტებული არ არის სად სწავლობდა და რას აკეთებდა ლუკა. მან თავისი პროფესიული სწავლა მიიღო საკუთარი მამისგან და არა სკოლიდან. მას არც სპეციალურ  სამხატვრო სასწავლებელში უსწავლია. პირველი მისი აღიარებული ნამუშევარი გამოჩნდა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ როდესაც კრანახი 30 წლის იყო. მისი  პირველი ნამუშევარი გახდა პოპულარული მთელს გერმანიაში თვით შორეულ საქსონიამდე. მისი დაუმორჩილებელი და მეამბოხე ხასიათის მიღმა იმალებოდა ასევე მისი მოსიყვარულე და გასაცვიფრებელი ინტერესი ლამაზი  ბუნების და ტყე_ველის მიმართ. მისი ეს მღელვარე და გამოკვეთილი ბუნებისადმი მიდრეკილება ვლინდება და გრძელდება 50 წლის მხატვრის შემოქმედებაში. იგი სულ ახლის ძიებაში იყო. ის იყო გამოკვეთილი, დამოუკიდებელი, თვითნასწავლი მხატვარი. იგი აგრძელებდა იგი აგრძელებდა თავის შემოქმედებას შუა საუკუნეების ხელოსნების მეთოდით და არა თანამედროვე იტალიურ სახელოსნოებში მოღვაწე ხელოსნების მეთოდით.
    კრანახმა თავის კერძო კომერციულ სახელოსნოში შექმნა მრავალი ტილო და შემოიკრიბა ბევრი მოსწავლე, რომლებიც ცდილობდნენ გამოკვეთილი ფიგურეს წარმოჩენას. მისი სიცოცხლის ბოლოს თავის დაარსბულ სახელოსნოში აგრძელებდა მოღვაწეობას მისი ვაჟი, ლუკა კრანახი უმცროსი.  უმცროსი Lუკას ნამუშევრები გამოკვეთილია ინდივიდუალურად, მაგრამ მის ნამუშევრებში იგრძნობა, უფროსი განსის
ხელის გავლენა, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, როდესაც მიემგზავრებოდა ბოლონიაში. მართალი კრანახი დაიბადა და გაიზარდა მისივე გვარის მოსახელე სოფელში უბრალო გლეხის ოჯახში, მაგრამ ის აღიარებული გახადა არა სოფლის მოსახელე გვარმა არამედ თავისმა თავდადებულმა შრომამ და აღიარებულმა მხატვრულმა ნიჭმა.  იმ დროინდელი გერმანელი გლეხ  მხატვრებს შორის ის ყველაზე აღიარებული ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელსაც მიანიჭეს ხელოსნის წოდება. მან გადაწყვიტა ემოგზაურა მთელ გერმანიაში და თავისი შესაძლებლობები გამოეცადა სხვადასხვა ადგილებში. იგი უკავშირდებოდა სხვადასხვა ქალაქების და სოფლების მხატვრებს და აფართოვებდა ნაცნობების წრეს.   კრანახი მე-15-ე საუკუნის 90-იან წლებში როდესაც იგი იყო სულ რაღაც 25-წლის გადაწყვიტა ემოგზაურა და იგი თავისი გვარის მოსახელე სოფელ კრანახიდან წავიდა, ჯერ ბამბურგში, შემდეგ ნიუნბერგში და მიუნხენში, მერე ჩაუყვა დუნაის ქვევით პასაუსკენ, რენესბურგში და დროებით გაჩერდა ქალაქ ვენაში. მისი ადრე შექმნილი ნამუშევრები შესრულებული 1500 და 1505 წელს როდესაც იგი მოწვევით ჩადის საქსონიის დედაქალაქ ვიტენბერგში. მისი ეს პირველი ნამუშევრები მეტყველებენ მის პირველ აღიარებაზე, როგორც უდიდესი მხატვარი. ის გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული მხატვარია მაშინდელ მხატვრებს შორის, მთელს გერმანიაში მე-15 საუკუნის დასასრულს და მე-16 მიჯნას. მისი ნამუშევრები გათანაბრებულია ორი უდიდესი მხატვრის  გრიუენვადის და დიურერის ნამუშევრებთან.

კრანახის ნამუშევრებში მკვეთრად არის გამოხატული შუა საუკუნეების დროინდელი მხატვრული პეიზაჟები, მათში აღბეჭდილია მხატვრის უბადლო სიყვარული ნაზი ბუნების მიმართ. ეს ყველა ნახატი შესრულებული არის 1505 წლამდე, სანამ იგი გადმოვიდოდა ვიტენბერგში. 1500 წლის სურათი “წამება” შენახულია ქალაქ ვენის მუზეუმში.  მეორე კი 1503 წლის პირველთან შედარებით უფრო დიდი სურათი თითქმის პირველის მსგავსი მაგრამ 1500 წლის წამებაში ის ქრისტეს წამებას აღწერს, ხოლო მეორეში კი ყაჩაღების. ამავე წლებში ის კიდევ 2 დიდ სურათს ხატავს, პირველი ვენის უნივერსიტეტის პროფესორის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ვინმე შპისხმეიმერს (ლათ. კუსპინიანა) და მის მეუღლეს. მეორე სურათზე კი დახატა ისევ ვენის უნივერსიტეტის რექტორიიურისტი როისი და მისი მეუღლე. ეს სურათბი მეტყველებენ იმაზე რომ შესრულებულია შეკვეთით და როგორი პოპულარობით სარგებლობდა ამ დროს კრანახი.

პიტერ ბრეიგელი


















 პიტერ ბრეიგელი
(დაახლოებით 1525-1569წწ.)
ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი
 
 
               XVI საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობა
 
          ნიდერლანდური მხატვრობის აღზევების ხანა იწყება XVI საუკუნეში. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში მწვავდება ურთიერთობები ნიდერლანდების პროვინციებსა და ფეოდალურ ესპანეთს შორის, რომელიც XV საუკუნის ბოლოდან ბატონობდა ნიდერლანდებზე. ანტიფეოდალური მოძრაობა ნიდერლანდებში ხან კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხან კიდევ ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ფორმას იღებდა ტირანული ესპანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა დამთავრდა ნიდერლანდების რევოლუციით. სწორედ ამ დიდი სირთულეების ფონზე განვითარდა ნიდერლანდური ფერწერა.
           რევოლუციამ თავისთავად მოიტანა ახლის დაბადება და ძველის დავიწყება. ადამიანი და მის ირგვლივ გარემო, იძენს კონკრეტულობას.  მეორე მხრიდან მხატვრები ეწაფებიან იტალიური აღორძინების ხელოვნებას. XVI საუკუნის შუა ხანებში არა მარტო იცვლება რელიგიური ფერწერის ხასიათი, არამედ მტკიცდება თემები, რომლებიც არიან მიძღვნილი ხალხური მასების ცხოვრებისადმი. ვითარდება ყოფა-ცხოვრების ჟანრი, პეიზაჟის თემა,  ინდივიდუალური და ჯგუფური პორტრეტები.  სწორედ ამ ეპოქის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაშიც ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ იგრძნობა იმ დროის ნიდერლანდური სამყაროს ყოფა, გახლდათ პიტერ ბრეიგელი უფროსი.
 
 
 
 

Friday, June 24, 2011

ნიკოლაი პუსენი
















დიეგო დე სილვა ველასკეს

  დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.



 დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
     დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას. 
     1618 წლის 23 აპრილს, ველასკესი დაქორწინდა ფრანჩესკო პაჩეკოს ქალიშვილ ხუანაზე.

 
ახალგაზრდა მხატვარმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში. 1617 წლის 14 მარტს დიეგო ველასკესს ქალაქ სევილიის ხელისუფლებმა მისცეს დოკუმენტი, რომელიც მას უფლებას აძლევდა „მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები“. ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდის სურათებია:„საუზმე“(1618წ.), „მოგვების თაყვანისცემა“(1619 წ.), „მოხუცი მზარეული“(1620 წ.), „ქრისტე მარია და მართას სახლში“(1620 წ.)
     1622 წელს მაესტრო გაემგზავრა მადრიდში. მისი სანუკვარი სურვილი იყო დაეხატა მეფის პორტრეტი და დაეთვალიერებინა ესკორიალი - მეფების ქალაქგარეთ განლაგებული უზარმაზარი სასახლე. მიუხედავად თანამემამულეთა მცდელობისა ველასკესი ვერ მოხვდა მეფის კარზე. მას მოუწია სევილიაში დაბრუნება. მადრიდიდან წამოსვლდან წელიწადნახევრის განმავლობაში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა ქალაქის საუკეთესო მისაღები დარბაზები დაამშვენა.

 
 
     1629 წელს 30 წლის ველასკესი ჩადის იტალიაში - რომში, ვენეციაში. სწავლობს ტიციანს, ტინტორენტოს. უფრო იხვეწება მისი ხელოვნების მანერა. ველასკესი დიდხანს უმზერდა დიდოსტატთა ქმნილებებს და სწავლობდა მათგან გასაოცარ ხელოვნებას. დღეში რამდენიმე საათს ანდომებდა იგი სურათებიდან ასლების გადმოღებას. იტალიურ ხელოვნებასთან ზიარებამ ველასკესის მხატვრობის სტილზე გავლენა იქონია - ის გახდა ბევრად უფრო თავისუფალი და ბრწყინვალე, ადრე მხატვრის ტილოებზე ჭარბობდა მუქი, თითქმის შავი საღებავები. ახლა ისინი ღია, მდიდრულმა ფერადოვანმა შეხამებებმა შეცვალა. ამ მოგზაურობის შედეგია „ვულკანის სამჭედლო“(1930წ.)
     1631 წელს ესპანეთში ბრუნდება. იქმნება პორტრეტები. ველასკესი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურების და სხვათა პორტრეტებს. ისინი ძირითადად გარეთაა გატანილი, ანუ გადმოიცემიან ნადირობისას, ბუნების წიაღში, ცხენზე ჯირითისას და ა. შ. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შექმნილი პორტრეტები: „ფილიპე IV“ -ს მრავალი ვარიანტი, „გრაფი ოლივარესი ცხენზე“(1634 წ.), „დედოფალი იზაბელა“(1934 წ.), „პრინცი ბალთაზარი“. 1634 წელს ველასკესმა შექმნა საუკეთესო ნამუშევარი „ბრენდის ჩაბარება“. მაესტრო ტილოზე ცხოვრებისეული სიმართლის ერთგული დარჩა. სწორედ სიმართლემ მოუპოვა მის ქმნილებას უკვდავება და იგი ისტორის ცოცხალ მატიანედ წარმოგვიდგა.

     1630-1640 წლებში ველასკესმა შექმნა მასხარებისა და ჯუჯების პორტრეტების სერია. მათი მომღიმარი სახეების მიღმა უდიდესმა მხატვარმა აღმოაჩინა, ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობა. მათგან მნიშვნელოვანია „ეზოპე“ და „მენიპი“. თავის მელანქოლიური, გამოფიტული და ჩამქრალი გამოხედვით ეზოპე ყოფიერების საიდუმლოებას ჩახვედრილ, ცხოვრების ნამდვილი სიბრძნისა და ფასის მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
     1643 წელს გამოჩენილმა მხატვარმა სასახლის კამერდინის წოდება მიიღო. ამ პერიოდს მიეკუთნება ველასკესის შედევრი „ვენერა სარკის წინ“, ამ დროისათვის ძალიან უჩვეულო სურათი იყო. მასში შიშველი ქალია გამოსახული, რაც ესპანეთის ეკლესიის მიერ იკრძალებოდა.

     1649 წელს ველასკესი მეორედ მიდის იტალიაში. მხატვარმა შექმნა თავისი შემოქმედების გვირგვინი - „პაპ ინოკენტი მეათის პორტრეტი“(1650 წ.) . პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ჭკუაც, გონებაც და სისასტიკეც ეს პორტრეტი მსოფლიო ხელოვნების შედევრად აღიარეს. საუკუნეებს გადასცა პორტრეტმა მხატვრის შესანიშნავი ოსტატობა, მისი დევიზი - სიმართლე უპირველეს ყოვლისა. რომის პაპმა ინოკენტი X -მ დიეგო ველასკესს დიდი ჯილდო გადასცა - ოქროს ჯაჭვიანი მედალიონი, რომელშიც თვით ინოკენტი X -ის ფერადი ქვებით მოოჭვილი პორტრეტი იდო. მხატვარმა დაიპყრო იტალიელთა გულები. ის არჩეულ იქნა წმინდა ლუკას აკადემიის წევრად. მისმა წარმატებამ საშუალება მისცა მხატვარსა და ესპანელ მხატვართა ბიოგრაფიების ცნობილ ავტორს დონ ანტონიო პალომინო ი ველასკესოსო, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ეთქვა: „ ჩვენი ველასკესი იტალიაში ჩავიდა არა იმისათვის, რომ ისწავლოს, არამედ იმისათვის, რომ ასწავლოსო. თუ პირველ ჩასვლაზე ეს ზოგადი თქმა უდავოდ გადაჭარბება იქნებოდა, სამაგიეროდ, ოცი წლის შემდეგ ვითარება იცვლება. ველასკესიც დიდოსტატია.
      1650 - იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს. ფსიქოლოგიური ხასიათით გამოირჩევა ასაკოვანი ფილიპ IV -ის პორტრეტი. ველასკესის შედევრებს შორის გამოირჩევა „მენინები“(1656 წ.), „მრთველები“(1657 წ.)
ედუარდ მენემ ველასკესს „მხატვართა მხატვარი“ უწოდა. ოსტატთა შორის დროთა მანძილზე რემბრანტსა და 
რუბენსსაც კი არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი მასა
.
      1651 წელს ველასკესი ბრუნდება მადრიდში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მაესტრო პეიზაჟების სერიაზე მუშაობას განაგრძობს. წერს „ხეივანს სამეფო ბაღში“, „შადრევნებს სამეფო ბაღში“. ველასკესმა შექმნა „ინფანტა მარგარიტა“-ს ექვსი პორტრეტი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება და იცვლება მარგარიტას სახე. 1959 წელს ველასკესი დაინიშნა სასახლის სახლთუხუცესად. მეფემ ველასკესი გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი. . 
      1660 წელის 6 აგვისტოს სამოც წელს გადაცილებული, განუზომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი“.
მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები ასეული წლების შემდეგაც ხედავდნენ ველასკესის ფერწერაში დიდ აზრებსა და უზარმაზარ გრძნობებს


 

Sunday, June 12, 2011

boris vallejo part 9










როგორ დავხატოთ მგელი


პოლ ეჟენ ანრი გოგენი

ლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის" რედაქტორის -კლოვის გოგენის ოჯახში